ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება, სადაც ელჩი პაპუაშვილის გერმანულ ანაზღაურებაზე საუბრობს.
„სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ 50 წელი შემისრულდა. ნიშანდობლივია, რომ მის ვრცელ ინტერვიუში, ბატონი პეტერი, არც ერთხელ არ ახსენებს ჩემს თანამდებობას და მხოლოდ გვარით მომიხსენიებს. როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, არც ჩემი ასაკის მატებას აღიარებს და ეს დაკლებული 2 წელიც ამას უნდა მივაწეროთ. ეროვნული ინტერესები პიროვნების ცხოვრებაზე და, მით უმეტეს, პირად წყენაზე მაღლა უნდა იდგეს. ის, რომ ბატონმა პეტერმა 30 – წლიანი სანიმუშო პარტნიორობა 3 წელიწადში დაანგრია, ამ მარტივი ჭეშმარიტების ვერ გააზრების ნიშანია. ესეც გაივლის“
ცნობისთვის, პაპუაშვილი არაფერს საუბრობს მთავარზე, კონკრეტულად კი იმაზე, ცხოვრების 48 თუ 50 წლიდან, 21 წელი რომ გერმანულ ანაზღაურებას იღებდა. იგი უარჰყოფს ასაკს და არალეგიტიმურობას, თანამდებობით არ მოხსენიებას.














კომენტარები