• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პაპმა ფრანცისკემ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა დაგმო და უკრაინის დროშას აკოცა

ალია ავტორი - ალია
21:23 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში დაგმო ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა და აკოცა უკრაინის დროშას, რომელიც ქალაქიდან გაუგზავნეს.

რუსული არმიისგან გათავისუფლებული ბუჩას ქუჩაში მოკლული და ნაწამები უკრაინელების ცხედრები აღმოაჩინეს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ცხედრების ნაწილი გაკოჭილი ან ნაწამები იყო, ასევე, დაფიქსირდა ქალებისა და მოზარდების გაუპატიურების ფაქტები.

“უკრაინის ომის ბოლოდროინდელმა ამბებმა, ნაცვლად იმისა, რომ შვება და იმედი მოეტანა, ახალი სისასტიკეები მოიტანა, როგორიცაა ბუჩას ხოცვა-ჟლეტა”, – თქვა პაპმა ვატიკანში.

“შეაჩერეთ ეს ომი! გაჩუმდეს იარაღი! შეწყვიტეთ სიკვდილისა და ნგრევის თესვა”, – თქვა მან და დაგმო მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა.

პაპის თქმით, უკრაინის გაშავებული და დასვრილი დროშა სიმბოლოებითა და წარწერებით ბუჩადან სამშაბათს მიიღო.

“ეს ომიდანაა, სწორედ წამებული ქალაქი ბუჩადან” , – თქვა მან, როდესაც დროშას კოცნიდა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა,

დარბაზში იყვნენ უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებიც, რომელთაც თავის გვერდით დადგომა სთხოვა.

წყარო: „ფორმულა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved