• რეკლამა
  • კონტაქტი
23:57, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პაპაშვილი რომ დაგეჭირათ, პულივიზატორიანი “მკვლელი” ვეღარ გაბედავდა საღებავის გამოყენებას” – თამარ ბუჩუკური

ალია ავტორი - ალია
03:05 07-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,913

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:

ამისთანა ღორები გვწამლავენ, წამლავენ ჩვენს შვილებს და მერე ვებრძვით ისეთ დიაგნოზებს, რომლის გაგება გვკლავს და ცოცხალ-მკვდრები ვაგრძელებთ ბრძოლას გადარჩენისთვის. რადიოლოგის სიტყვასთან ერთად: “თავის ტვინის სიმსივნეა 3×4-ზე”, ვცხოვრობ გამუდმებით. გამუდმებით ყურში მესმის – სიმსივნეა თავში, თავში სიმსივნეა, სიმსივნეა…

ხან კანცეროგენული ნივთიერებით გაჯერებული რძე, მაწონი, ხან ვირის ხორცი, ხან – ჟანგიანი მილების საღებავით შეღებილი ხილია ჩვენი ოჯახების რაციონი. ეს ჩვენი სიმწრით გაზრდილი და გადარჩენილი ბავშვები რითი ვკვებოთ, რომ რეციდივი არ წავიდეს ისევ?! ან სხვებს რომ არ აღმოაჩნდეს სიმსივნე, ან სხვა მძიმე დაავადება რა ვქნათ?..

ჩვენ ჯერ კიდევ ესპანეთში ვართ, ჯერ კიდევ ვმკურნალობთ უკვე მე-14 თვეა, კიდევ დარჩა ცოტა, მაგრამ როცა დავბრუნდებით მერე რა იქნება?! ამაზე ფიქრი თავიდან მკლავს და უკვე მერამდენედ მკლავს, არ ვიცი… როგორ გავუფრთხილდე მეორედ დაბადებულ შვილს? ვიღაც გაქსუებული ღორები გადაწყვეტენ, რომ არ იცოცხლონ ჩვენმა შვილებმა და გვწამლონ.ხომ არიან საქართველოში დედები სიმწრით ნაშოვნი ფულით ხილი რომ აჭამონ ბავშვებს? ჩვენი ჭკუით, ვიტამინების მარაგებს ასე ვუქმნით და სინამდვილეში ჩვენი შვილების სიკვდილს, მძიმე დაავადებას ვაფინანსებთ. ვიტამინების მარაგის ნაცვლად ტოქსინების მარაგებს ვუქმნით.

ვინ იცის, უკვე რამდენმა ადამიანმა მიირთვა შეღებილი ატამი? ეს არც შსს-მ იცის და არც სურსათის უვნებლობის სამსახურმა და ალბათ, ვერც გავიგებთ…
რა ელით მათ?!

მე პირადად არ ვაბრალებ დათის დიაგნოზს კონკრეტულად მხილებულ ადამიანებს, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ მათ წილ ბრალსაც, ვინც კანცეროგენულ რძეზე გვაზრდევინა ბავშვები, ვინც რკინის საღებავი ასხურა ატმებს, ვინც ხბოს ხორცის ნაცვლად ვირის ხორცი გვახარშინა…

შსს შინაგან საქმეთა სამინისტრო პაპაშვილი რომ დაგეჭირათ მოწყობილი “გენოციდისთვის” ეს პულივიზატორიანი “მკვლელი” დიდი ალბათობით, ვეღარ გაბედავდა ჩინური, ქიმიური საღებავის გამოყენებას ხილისთვის “ტავარნი ვიდის” მიცემის და ცეცხლის ფასად გაყიდვის გამო… შერჩევითი სამართლის შედეგი ესაა.

იმდენად გაქსუებული ჰყავს რეჟიმს მკვლელი რძის პატრონი პაპაშვილი, რომ იქით ბედავს ჩივილს – ძროხები დამეცოხა, ვიზარალეო. რა ძროხები? დედებს შვილები ეხოცება კანცეროგენული ნივთიერებით გააქტიურებული სიმსივნეებითაც… ამას აბედინებს რეჟიმი და ბედავს… რეჟიმის გამაძლიერებელი პაპაშვილი ჩივილს ბედავს ხალხო. ეს უსახური პულივიზატორიანი კაცი საკანში დამსახურებულად აღმოჩნდება, მაგრამ მაგ საკანში პაპაშვილი უნდა ელოდებოდეს, აუცილებლად იქ უნდა ეგდოს.

სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency კარგია, რომ გამოავლინეთ ეს და კიდევ ბევრი შემთხვევა. კარგია, რომ ითხოვთ პულივიზატორიანი “მკვლელის” პატიმრობას, მაგრამ გაუგებარია თქვენს მიერ აღმოჩენილი კანცეროგენული ნივთიერების მქონე რძის მწარმოებლის პატიმრობა რატომ არ მოითხოვეთ? ცოცხალი შვილების დედობა გვინდა, ნუთუ რაღაც აღმატებითს ვითხოვთ?

ეს საღებავიანი კაციც და პაპაშვილიც სამუდამო მსჯავრით უნდა ეყარონ საკნებში. თუმცა, სამწუხაროა, რომ მაინც ვერ გაივლიან იმ წამებას, რასაც ჩვენ ხან საოპერაციოში, ხან რეანიმაციაში, ხან ქიმიოთერაპიისას გავდივართ. ვერასოდეს გაიგებენ რას ნიშნავს როცა ბავშვი მეკითხება: “ქიმიაში მივდივართ?” ვერაფერს ვწერ შვილმკვდარ დედებზე და მათ სათქმელზე, წარმოდგენაც კი მზარავს. სიცოცხლე გვინდა, ცოცხალი შვილების დედობა გვინდა…

 

ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved