• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პანდემიას დავასრულებთ, თუ მაქსიმალურად გავაფართოებთ ვაქცინაციას და ყველა მოქალაქე იქნება აცრილი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:02 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

პანდემიას დავასრულებთ, თუ მაქსიმალურად გავაფართოებთ ვაქცინაციას და ყველა მოქალაქე იქნება აცრილი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინა, რომელიც არის საუკეთესოდ მიჩნეული მთელს მსოფლიოში.

„მე ვიცი, რომ გასული წელი საკმაოდ რთული იყო ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის, ვინაიდან, ვიცით რა, რომ ეს ქალაქი არის, არა მხოლოდ კულტურული, ეკონომიკური, ტურისტული ცენტრი, ბუნებრივია, ამ ქალაქსაც გაუჭირდა გასულ წელს, ვინაიდან, პანდემია იყო. მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენ მოსახლეობას ბათუმში. ჩვენ წელს პრაქტიკულად შევძელით გარდატეხა, ერთის მხრივ, ვახერხებთ ყველა მოქალაქეზე ზრუნვას და სიტუაციის მართვას, მეორეს მხრივ, რაც არის ერთადერთი გამოსავალი, სწორედ ვაქცინაციაა. ამ მიმართულებით გვაქვს აბსოლუტურად უზრუნველყოფილი სიტუაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინა, რომელიც არის საუკეთესოდ მიჩნეული მთელს მსოფლიოში. ამიტომ, მეგობრებო, ჩვენ გვინდა, ერთის მხრივ, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების, მეორეს მხრივ – პანდემიის დასრულება. პანდემიას დავასრულებთ, თუ მაქსიმალურად გავაფართოებთ ვაქცინაციას და ყველა მოქალაქე იქნება აცრილი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით. ამიტომ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც  ყველამ ერთად უნდა გავითვალისწინოთ.

მომდევნო წლების განმავლობაში, აჭარის მთავრობის მეთაურს, ბატონ თორნიკეს, ჩვენი მერობის კანდიდატს, რომელიც მანამდე იყო მერის მოადგილე და შემდგომ უკვე მერის მოვალეობის შემსრულებელი, აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განავითარონ, კიდევ უფრო როგორ გააძლიერონ და გაალამაზონ ჩვენი ულამაზესი კუთხე და ულამაზესი ქალაქი ბათუმი.

დღეს, ხელვაჩაურში გამოსვლისას ვთქვი, რომ ერთ-ერთი მთავარი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, იქნება სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში.  გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო. ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ყველასთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ინვესტორებისთვის, ტურისტებისთვის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის.

ამიტომ, გეგმები გვაქვს საკმაოდ ამბიციური, ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა, გვჭირდება მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა და მხოლოდ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მუხლჩაუხრელი. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved