• რეკლამა
  • კონტაქტი
21:06, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პანდემია და მილიონები ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიებისთვის – TI ტენდერების და კონტრაქტების კვლევას აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
15:26 03-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პანდემიის დროს [2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით] გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან 1.7 მილიარდ ლარადამდე ტენდერთა გამარჯვებულებს შორის მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული 210 კომპანია იყო.

“1.7 მილიარდი ლარის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან, ქართული ოცნების და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. 156 მილიონი ლარი 210 კომპანიაზე და 11 ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2013-2021 წლებში პირდაპირ, ან დაკავშირებული პირების მეშვეობით ქართულ ოცნებას ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის 5 მილიონ ლარამდე პანდემიის დაწყების შემდეგ

უშუალოდ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარეშე, კერძო კომპანიებთან გაფორმებულ შესყიდვებში,  სახელისუფლო პარტიის შემომწირველების მიერ მიღებული კონტრაქტების წილი 17%-მდე იყო.

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პირდაპირი შესყიდვის გზით 9 მლნ ლარის კონტრაქტები 192-მა ახლად დაფუძნებულმა (6 თვეზე ნაკლები დრო რეგისტრაციიდან) კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 22 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მაგალითად, კომპანია დი ჯი ელს მოსავლის მართვის კომპანიამ დაფუძნებიდან 6 დღეში გაუფორმა 900,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი.

ახალდაფუძნებულ კომპანიებისთვის კონტრაქტების გაფორმებით ძირითადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან. ახალბედა კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში, განსაკუთრებით, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობა კორუფციის რისკებს ზრდის და საქონლის ან მომსახურების ხარისხის მიმართ  კითხვებს აჩენს.

გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა – 486 მილიონი ლარი ჯანდაცვის სფეროს მომსახურებებზე დაიხარჯა, რაც ძირითადად კოვიდ პაციენტების მკურნალობას მოიცავს. შემდეგ მოდის სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შეძენა 276 მილიონი ლარით. სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად და კოვიდ სასტუმროებად დაქირავებაზე დაახლოებით 152 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მეტი თანხა – 355 მილიონი ლარი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ დახარჯა. აღნიშნული სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ პაციენტების მკურნალობაზე აფორმებს კონტრაქტებს.

მიმწოდებლებიდან ყველაზე მეტი თანხა სს ევექსის ჰოსპიტლებმა მიიღო – 44 მილიონი ლარი. შემდეგ მოდის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – 27 მილიონი ლარით”

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი ღარიბაშვილისაქართველოს მთავრობაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved