• რეკლამა
  • კონტაქტი
04:38, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პალესტინის პრემიერი გადადგა

ალია ავტორი - ალია
15:29 02-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

პალესტინის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ შტაიემ მისი და მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა დაწერა, რომ გასულ სამშაბათს აცნობა აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტს და დღეს გადაწყვეტილებას წერილობით წარადგენს. შტაიე პრემიერის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.

გადადგომა ხდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება – პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, დაექვემდებარა შტატების ინტენსიურ ზეწოლას, რათა გააუმჯობესოს თავისი მმართველობა ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე.

“გადადგომის გადაწყვეტილება მოვიდა დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმში უპრეცედენტო ესკალაციის ფონზე და ომის, გენოციდისა და შიმშილის ფონზე ღაზას სექტორში.

მე ვხედავ, რომ შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები მოითხოვს ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას, რომელიც ითვალისწინებს ახალ რეალობას ღაზაში და პალესტინის კონსენსუსის აუცილებლობას, რომელიც ეფუძნება პალესტინის ერთიანობას და ძალაუფლების ერთიანობის გაფართოებას პალესტინის მიწაზე”, – თქვა მან.

ცნობისთვის, 1993 წელს “პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ” ხელი მოაწერა ისრაელთან ოსლოს შეთანხმებას.  ასე შეიქმნა “პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია”, რომელიც დროებითი ორგანო უნდა იყოფილიყო. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ რამალაში და ახორციელებს ნომინალურ თვითმმართველობას ტერიტორიის ნაწილებში.

მთავრობა, რომელშიც დომინირებს პოლიტიკური პარტია ფატაჰი, 2007 წლამდე ახორციელებდა ადმინისტრაციულ კონტროლს ღაზაზე, მას შემდეგ რაც ჰამასმა 2006 წლის საკანონმდებლო არჩევნებში გაიმარჯვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გააძევა იგი ზოლიდან.

ისრაელმა უარყო “პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცის” ღაზაში დაბრუნების პერსპექტივა ომის შემდეგ და უარყო ამ ტერიტორიებზე პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა.

თეგები: პალესტინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved