• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პალესტინელთა “სამარცხვინო დუმილი” და ირანის მხარდაჭერა ჰამასს – შოლცის მკაცრი შეფასებები

ალია ავტორი - ალია
13:32 10-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

გერმანიის კანცლერმა პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის დაგმობისკენ მოუწოდა და პალესტინის ხელისუფლების დუმილს, “სამარცხვინო” უწოდა.

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას. გერმანია გეგმავს გადახედოს, რამდენად ეფექტურია და შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი ამ პროექტებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

გერმანიის კანცლერი თვლის, რომ ჰამასის თავდასხმა ირანის მხარდაჭერით მოხდა – „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ირანი ოპერატიულ დონეზე დაეხმარა ამ საზარელი თავდასხმის ორგანიზატორებს, ამავდროულად ჩვენ ყველას გვესმის, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ჰამასის ბოევიკები ვერასოდეს შეძლებდნენ ამ უპრეცედენტო თავდასხმის ორგანიზებას“, – თქვა შოლცმა.

მისი თქმით, ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად განიხილავს. ასევე დაგეგმილია საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შეხვედრა ყატარის ემირთან – “სამივე ლიდერს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში”, – ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.

თეგები: ოლაფ შოლცი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved