პაკისტანის მთავრობამ ქვეყნის აღმოსავლეთით, უდაბნოდან შემოსეული კალიების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პრემიერმინისტრმა იმრან ხანმა გააკეთა.
„ორი ათწლეულის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბურ შემოსევასთან გვაქვს საქმე, ამიტომ საფრთხესთან ბრძოლის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
კალიები პაკისტანში ირანიდან ჯერ კიდევ ივნისში მოხვდნენ და ბამბის და მარცვლეულის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურეს.
კომენტარები