• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პაატა იმნაძემ “ალიას” ექსკლუზივი დაადასტურა – კარანტინი ტურისტებისთვის

ალია ავტორი - ალია
22:34 05-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართული ონლაინკონფერენციის ერთ-ერთი შეკითხვა ტურიზმს ეხებოდა – ხომ არ შეუწყობს ხელს ტურიზმი ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას.

„ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ. (1 ტვ)

ამას წერდა “ალია” ჯერ კიდევ ორშაბათს ზუსტად, იმ შემთხვევაშიც კი, საზღვრები გაიხსნება – ტურისტებმა პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან და რომლი ჭკუათმყოფელი წავა დასასვენებლად კარანტინში? ამიტომაცაა მთელი ყურადღების ტურიზმზე გადატანა წყლის ნაყვა, თუმცა, ხელისუფლებამ ეს ჩვენზე კარგად იცის, ეპიდემიოლოგებსაც სცოდნიათ და მაინც, ეკონომიკის მთელი გეგმა ტურიზმზეა რატომაა მაშინ აგებული?

“ალია” №17 სრული ვერსია იხილეთ აქ

“მთავარი აქცენტი კვლავ ტურიზმზე კეთდება და 1-ლი ივლისიდან ქვეყანა მზად იქნება ტურისტები მიიღოს. ამის მიუხედავად, დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს და ახლავე აგიხსნით რატომ. საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ცნობა, რომ გავლილი აქვს ორკვირიანი კარანტინი და მაქსიმუმ ორი დღის შემდეგ არის ჩვენთან ჩამოსული. სხვა შემთხვევაში, კარანტინის გავლა აქ მოუწევთ. ჰოდა, დასასვენებლად წამოსვლის მსურველმა ორი კვირა საკუთარ ქვეყნაში უნდა გაატაროს საკარანტინო სივრცეში, მერე აქ ჩამოვიდეს და სავარაუდოდ ორი კვირა დაისვენოს და მერე უკან დაბრუნებულზე შესაძლოა, ისევ მოსთხოვონ ორკვირიანი კარანტინის გავლა, ანუ საერთო ჯამში ადამიანს თეორიულად თავისუფალი ექვსი კვირა უნდა ჰქონდეს, რაც არარეალურია. ჯერ ერთი, ისედაც რამდენიმე თვით დაპაუზებულმა მსოფლიომ უნდა იმუშაოს და შვებულების აღება მარტივი არ იქნება და მეორეც, ძალიან ცოტა გვეგულება ისეთი, ორკვირიანი დასვენების სურვილის გამო, კიდევ ორი ან ოთხი კვირა კარანტინში გაატაროს, ისედაც მთელი მსოფლიო იძულებით კარანტინში იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ და ეს ყველაზე კარგად ხელისუფლებაში იციან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და მერე ისიც ექნებათ სათქმელი, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არ გამოვიდაო.”

ასე დაადასტურა “ალიას” ექსკლუზივი პაატა იმნაძემ, მადლობა სიმართლისთვის.

ასე ვხსნით კარანტინს ტურისტებისთვის!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved