• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პაატა იმნაძემ 1 შეცდომა აღიარა – “ხო, ეს ერთი შეგეშალათ, ბატონო პაატა, თორემ…”

ალია ავტორი - ალია
00:15 10-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი, ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში ტესტირების კარვების გახსნამ ლაბორატორიების გადატვირთვა გამოიწვია.

„ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას. ამან გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა და შემდეგ, უკვე პასუხები დაგვიანდა იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ.

ეს იყო ჩვენი შეცდომა. შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს. მერე კრიტიკა ადვილია მათთვის ვინც არაფერს აკეთებს”

ხო… უცნაურია, ღმერთმანი, კლინკები მზად არ აღმოჩნდა, საწოლფონდი, მართლა ქუჩა-ქუჩა ეძებეს, “ინფექციურში” წყალი ჩადის, ოჯახის ექიმები გადაუმზადებელია, 112- პარალიზებული და კარვების დადგმა იყო შეცდომაო?

მთელი ზაფხული არაფერს რომ არ ვაკეთებდით, ლაბორატორიებიც არ იყო მზად? არც ის იცოდით, დღეში რამდენი ტესტი უნდა გაგეკეთებიათ, რომ ლაბორატორიები არ გადაგეტვირთათ? ლაბორანტების მობილიზებაც არ გააკეთეთ? – ხოო… ეს ერთი თუ შეგეშალათ, ბატონო პაატა! რა იყო, იმ საკოორდინაციო საბჭოში ხომ თქვენც იღებთ მონაწილეობას? თუ თქვენც ყველაფერს მინისტრს და პრემიერს გადააბრალებთ?

ისე, ამ ერთმა შეცდომამ რა მოგვცა? – ბევრი ტესტი და ბევრი ინფიცირებული – რომელს ნანობთ, ბატონო პაატა, ლაბორატორიის გადატვირთას, თუ ინფიცირებულთა რიცხვის მატებას? თუ არ იყავით მზად, უსიმპტომო პაციენტების დასათვლელად, რატომ დაიწყეთ დათვლა? რაო, მაინც ვინ გირჩიათ მთელი ზაფხული უსაქმურობა და სექტემბერში კარვების დადგმა და დატესტვა? რომლის იდეა იყო, ბატონო პაატა?

წესს ყოველთვის აქვს გამონაკლისი და როგორც ჩანს, შეცდომა იმასაც მოსდის, ვინც არაფერს აკეთებს! რაც შეეხება თქვენი შეცდომების დათვლას და ჩამოთვლას, მობრძანდით “ალიაში” და არ დაგამადლით!

თეგები: კორონავირუსიპაატა იმნაძეჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved