“მთავარი არხის” ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა “რუსთავი 2”-ს დავა მოუგო, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია წერს, რუსთავი 2-ს პაატა იაკობაშვილის კუთვნილი ხელფასის და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა.
“ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ პაატა იაკობაშვილის საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმატებით დაასრულეს. ტელეკომპანია “რუსთავი2″-ს პაატა იაკობაშვილის კუთვნილი ხელფასის და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა”, – წერს ორგანიზაცია.
კომენტარები