ალტ–ინფოსთან დაკავშირებით დღეს ისევ ხმაურია ოზურგეთში – ილია თაყაიშვილი, რომელმაც საკუთარ სახლში ,,კონსერვატიული მოძრაობის” ბანერი ჩამოხსნა, ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.
“გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლით. რადგან მის სახლში მოხდა ფაქტი, ბანერის დაზიანება, ამ საკითხზე იკითხება” – აცხადებენ პოლიციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თაყაიშვილს ალტინფოს წარმომადგენლებმა ბანერის დაზიანების გამო უჩივლეს. ამის პარალელურად, სამოქალქო აქტივისტები ,,ალტ ინფოს” ოფისთან არიან შეკრებილები, სადაც მსვლელობით მივიდნენ. ისინი პრორუსული ორგანიზაციის გაუქმებას ითხოვენ.
კომენტარები