ოზურგეთში ხანძარი იყო. შემოქმედის ეპარქიაში ხანძრის შედეგად კელიები დაიწვა. წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელ კომპლექსში ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის დროს მონაზვნები ცისკრის ლოცვაზე ტაძარში იმყოფებოდნენ.
ხანძარი უკვე ლიკვიდრებულია. ადგილზე სახანძრო სამსახურის 3 ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენების გამო გაჩნდა.
კომენტარები