„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
„გასაგებია, რომ იქ ოპოზიციისთვის პრობლემური ორი პუნქტი, ეს არის ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების თემა. თუმცა, ამის გარდა, იყო სამი პუნქტი, რომელიც არ იყო პრინციპული და ჩვენ საჯაროდაც განვაცხადეთ, მაგრამ იმ პუნქტებთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება“ არ იყო მზად, ხელი მოეწერა და იმაზე მაინც დათანხმებულიყო. ჩვენი მხრიდან სამ პუნქტზე მაინც ვამბობდით, რომ პრობლემა არ გვაქვს, რადგან ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო. „ოცნებისთვის“ არც ერთი პუნქტი არ იყო მისაღები”
კომენტარები