“ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს – “ოცნების” პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ შეხვედრის კადრები გაავრცელა.
უხმოდ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე სხდომაზე შედის, წინ მჯდომ დეპუტატებს ხელს ართმევს და სკამზე ჯდება.
კადრების თანახმად, უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილთან ერთად უძღვება ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კირცხალია.
სხდომას ესწრება პარლამენტის უმრავლესობა, ასევე მინისტრთა კაბინეტი. კადრებში ჩანს მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი. ასევე სხდომაზეა წარმოდგენილი თეა წულუკიანი.











კომენტარები