• რეკლამა
  • კონტაქტი
11:13, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” სამინისტრომ 13 წლის მერე “აღმოაჩინა” რომ “ფსიქოტროპულები” 810% ფასნამატით იყიდებოდა

ალია ავტორი - ალია
14:00 11-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

კერძო იმპორტიორები ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახდენდნენ – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, “კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტში სახელმწიფოს ჩართვის შედეგად მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა”.

„ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის მეორე ეტაპი – მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები, რიგ შემთხვევაში, 10-ჯერ გაიაფდა. წამლებით უკვე მომარაგებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები, პარალელურად, მიმდინარეობს სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება.

რეფორმა ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარების პრევენციას ისახავს მიზნად, ამასთანავე, უზრუნველყოფს პრეპარატების ხელმისაწვდომობას, იმ პირებისთვის, ვინც მათ რეალურად საჭიროებს.

რეფორმის გატარების პროცესში, მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა: ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კერძო იმპორტიორები, მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახორციელებდნენ. აღნიშნულს ემატებოდა, საცალო სააფთიაქო ქსელში არსებული ფასნამატი. შედეგად, მედიკამენტები, ზოგ შემთხვევაში, რეალურ ღირებულებაზე 10-ჯერ ძვირად იყიდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ, საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან, რიგ მედიკამენტებზე, პირდაპირი გზით შესყიდვის შეთანხმებას მიაღწია, რაც პრეპარატების ფასს დამატებით შეამცირებს. გატარებული ცვლილებების შედეგად, ფასწარმოქმნის პროცესი სამართლიანი და სისტემურად მოწესრიგებული გახდა.

სახელმწიფომ დაადგინა გონივრული საბითუმო და საცალო ფასის ზედა ზღვარი, რაც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. რამდენიმე პოზიციაზე ღირებულება 7-10-ჯერ შემცირდა.

მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას. მათი გაცემა პაციენტზე დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების სრული დაცვით. ნებისმიერი გადაცდომისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში სამინისტროს ექნება კანონით განსაზღვრული მკაცრი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა – გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და 15 აგვისტოდან, სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო, უფასოდ აწვდის. რეფორმის ფარგლებში, აიკრძალა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა გახდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მთელი ეს პერიოდი, პარალელურად, ბიუჯეტიდან ფინანსდება ანტიკორუფციული და კონკურენციის სააგენტოები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved