• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” საარჩევნო ქოლცენტრები და კაპიტნები – მედია

ალია ავტორი - ალია
22:12 11-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
587

“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ “ქართული ოცნების” შიდა მიმოწერები, ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები მოიპოვა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, არჩევნების დღეს “ქართული ოცნება” პანიკაში იყო, რადგან ჩანაწერის მიხედვით, მმართველი პარტია იმ ხმების ნახევარსაც კი ვერ აგროვებდა, რაც უნდოდა და წინასწარ აღრიცხული ჰქონდა. 

 

“ოცნების” კაპიტნები:

  • “ქართული ოცნების” შიდა ფაილების მიხედვით, ყველა საარჩევნო უბანზე, ივანიშვილის პარტიას ხალხის დიდი ჯგუფი ჰყავდა მიმაგრებული, ყველა ჯგუფს კი ჰყავდა კაპიტანი. სწორედ პარტიული კაპიტნის წოდება ჰქონდა მას, ვისაც ამომრჩეველი უნდა ეიძულებინა, ხმა “ქართული ოცნებისთვის” მიეცა, შემდეგ კი პარტიისთვის ეპატაკა, რომ დავალება შეასრულა.
  • ჩუღურეთის 55-ივე საარჩევნო უბანს, 55 კაპიტანი ჰყავდა (პარტიული კაპიტნების სიაში “შაბათის ეთერმა”  ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატიც, ლექსო კობაიძე აღმოაჩინა) და ქოლცენტრი, რომელიც მას ჩააბარეს, მისსავე მისამართზე, მარჯანიშვილის 16 ნომერშია გაფორმებული.

პარტიული ქოლცენტრები:

  • ჩანაწერის მიხედვით,  მმართველი პარტიის კაპიტნებს, არჩევნების დღეს ყველა საარჩევნო უბანთან კონსპირაციული ოფისი ჰქონდათ, სადაც სპეციალური ქოლცენტრი იყო მოწყობილი. საიდუმლო ქოლცენტრების სიაში, რომელიც “შაბათის ეთერმა” მოიპოვა, წერია, რომ უზნაძის 12 ნომერში, ქოლ ცენტრი ნანა ჯავახიშვილის ბინაში იყო. ნინო ჩხეიძის 26 ნომერში მარინა მასხარაშვილის ბინაში. ჩიქობავას 29 ნომერში ციცინო მჭედლიშვილის ბინა ეკავათ, კლდიაშვილის 12 ში იამზე ვადაჭკორიასი. 
  • წინამძღვრიშვილის 121 ნომერში, არჩევნების დღეს, 2 ქოლცენტრი მოქმედებდა. ორივეს კაპიტნად ირაკლი ოჩიგავაა მითითებული. ოჩიგავას მეზობლები მედიას უდასტურებენ, რომ 26 ოქტომბერს აქ ოცნების დეპუტატები, გია ვოლსკი და რიმა ბერაძეც ნახეს.
  • ტვ პირველის გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, თითო ქოლ ცენტრში, მინიმუმ 4 ადამიანი მუშაობდა – პარტიის დანიშნული კაპიტანი, კომპიუტერის ოპერატორი და ტელეფონის ორი ოპერატორი.

ვინ არის პასუხისმგებელი პირი?!

  • “ქართულმა ოცნებამ” სავარაუდოდ,  ქვეყანაში ხმის უფლების მქონე ყველა სრულწლოვანი მოქალაქე დანომრა და მათ უნიკალური კოდი მიანიჭა. თითოეული მოქალაქის ხმის მისაღებად ან გადასაბირებლად კი  მათთვის სანდო ხალხი გამოყვეს. პასუხისმგებელი პირი ვალდებული იყო, ყველაფრის ფასად, მოეხერხებინა, რომ ამ მოქალაქეს ხმა ქართული ოცნებისთვის მიეცა.
  • “შაბათის ეთერისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” კაპიტნებს აძლევდა ამომრჩევლის სიას. იქ მითითებული იყო პასუხისმგებელი პირი, ვინც იყო გარანტორი, რომ ეს მოქალაქე ხმას აუცილებლად მმარტველ პარტიას მისცემდა.
  • ე.წ. პასუხისმგებელი პირი წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით ამოწმებდა “ოცნების” ამომრჩევლის მისვლას უბნებზე.
  • იმ შემთხვევაში თუ ვინმე კონკრეტული დროის მონაკვეთში საარჩევნო უბანზე არ იყო მისული, ამ ინფორმაციასაც აწვდიდა ქოლცენტრს, საიდანაც სავარაუდოდ ასეთ ადამიანებს უკავშირდებოდნენ.

ქოლცენტრად გადააკეთებული სოციალურად დაუცველთა სასადილო და სკოლის დირექტორია კაბინეტი:

  • მედიის ცნობით ირკვევა, რომ ჯამში სისტემაში მთელი საქართველოდან, დაახლოებით 6000 კაპიტანი იყო რეგისტრირებული.
  • მეტი უსაფრთხოებისთვის, პარტიის კაპიტანს სისტემაში შესასვლელად შეჰყავდა პირადი ნომერი,  შემდეგ კი მათ მობილურ ტელეფონზე მიდიოდა სმს კოდი, რომელიც მხოლოდ 30 წამის განმავლობაში იყო აქტიური. პროგრამაში შესულ ქოლ ცენტრის ოპერატორს შეჰყავდა არჩევნებზე მისული იმ მოქალაქეების მონაცემები, ვინც ხმა 41-ს მისცა.
  • იმ ფაილების თანახმად, რომელიც “შაბათის ეთერმა” გამოაქვეყნა, დგინდება, რომ “ქართულ ოცნებას” საიდუმლო ქოლ ცენტრი, ჩიტაიას  14A -ში მდებარე, სოციალურად დაუცველთა სასადილოშიც კი ჰქონდა მოწყობილი. ამ ქოლ ცენტრის კაპიტნად სიაში თამარ ჩილაჩავაა მითითებული.
  • ჩიტაიას 12-ში, უფასო სასადილოდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, ოცნებამ კიდევ ერთი ქოლცენტრი მოაწყო. ხელისუფლების მამხილებელ დოკუმენტში წერია, რომ ამ მისამართზე კაპიტანი  – მამუკა დათუკიშვილია. 

მედიის ცნობით, კადრებით დასტურდება, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან, ფურცელზე ამოწერილი პირადობის მოწმობებით შეიარაღებული ხალხი იდგა. ისინი ქაღალდის ნაგლეჯებს, “ოცნების” ხმების ქურდებს, უბანზე შესვლამდე აძლევდნენ.

როგორც “შაბათის ეთერს” უყვებიან, ზედმეტი ეჭვი რომ არ გაჩენილიყო, ხმის ქურდს ფურცელზე დაწერილი ფოტო საზღვარგარეთის პასპორტში ჰქონდა ჩადებული. რეგისტრატორმა კი წინასწარ იცოდა, რომ ვერიფიკაციის სისტემაში, არა პასპორტში არსებული, არამედ ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი უნდა შეეყვანა.

წყარო – ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved