“ოცნების რღვევა წალენჯიხაში დაიწყო და ჩხოროწყუში გაგრძელდა!” – ასე ეხმაურება წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ჩხოროწყუს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს.
ცნობისათვის, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში 15 დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და პარტია „საქართველოს” წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილი იყო.
კომენტარები