“ოცნების“ ყოფილი მაღლჩინოსნები, რომლებსაც ოჯახთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ:
ერთ – ერთი მათგანი გრიგოლ ლილუაშვილია. მისი ადვოკატის თქმით, აკრძალვები მასზეც ვრცელდება და ის ამ ყველაფერს გამოძიებას უკავშირებს.
აკრძალვა [სატელეფონი და პაემნები] ბატონ გრიგოლზეც ვრცელდება დიახ. თვითონ ამ ყველაფერს გამოძიებას უკავშირებს, გამოძიების მიერ არის აკრძალული, – ამბობს რობერტ გრიგალაშვილია.
მეორე ვისაც ოჯახთან დარეკვა და პაემნების შეზღუდვა აქვს, ჯუანშერ ბურჭულაძეა:
ყველანარი კომუნიკაცია შეზღუდული აქვს, თუმცა ერთჯერადად, ერთხელ მოხდა პაემანი ოჯახთან, მეუღლესთან, შვილები არ უნახავს. პროკურორი ასაბუთებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, რა საფრთხეა… – ამბობს ადვოკატი ხაჩიძე.
ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.














კომენტარები