• რეკლამა
  • კონტაქტი
16:52, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნების“ პროპაგანდა შეწყალებაზე vs. სიმართლე“ – ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:59 01-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,492

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი წერს:

„ოცნების“ პროპაგანდა შეწყალებაზე vs. სიმართლე:
არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არ ამცირებენ. თუ არ გინდა პატიმრობა ბევრი გქონდეს, ცოტა უნდა გამოიყენო. ბევრი რატომ გვაქვს იცით? უსაფუძვლოდ, ხან შურისძიების, ხან პოლიტიკური მიზნით, ხანაც არაკომპეტენტურობით იყენებენ. პატიმრობის მაჩვენებლის შემცირების გზა მართლმსაჯულების რეფორმაზე გადის და არა ასეთ შეწყალებებზე და ამნისტიებზე. თუ პატიმრობის მაჩვენებელი გაღელვებთ, ან მზია ამაღლობელი რატომაა პატიმარი, ან ათეულობით უდანაშაულო ადამიანი?
შეწყალება ჰუმანური აქტია. მაგრამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ მასშტაბის შეწყალებას კრიმინალის ანალიზის და რეციდივის საფრთხის შესწავლის გარეშე არ აკეთებენ. თუ ასე აკეთებ, ე.ი. ჰუმანურობა კი არა, სხვა მოტივაცია გამოძრავებს. ანალიზის გარეშე ამ მასშტაბის შეწყალება ნიშნავს კრიმინალის გაზრდის უზარმაზარ რისკებს. დავუშვათ პატიმრების ბედი გაღელვებს, არ შეიძლება მოქალაქეებს არ უხსნიდე მათი უსაფრთხოება ფეხებზე რატომ გკიდია. ხალხს უნდა ეუბნებოდე რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალე და არსებობს თუ არა ყველა ის რისკი, რაც ზემოთ წერია;
ვთქვათ და ამ მასშტაბის შეწყალებას ანალიზის საფუძველზე აკეთებ, რანაირად დაგიჯერებენ, რომ ჰუმანურობა გამოძრავებს, როცა ასეულობით ადამიანი სულ ახლახანს აწამე, ამ წამებაზე არავინ დასაჯე, განსხვავებული აზრისთვის საუკეთესო მოქალაქეები ციხეში გამოკეტე, ქუჩაში ნიღბიან ზონდერებს საკუთარ მოქალაქეებს აცემინებ და ა.შ. მოძალადე რეჟიმი რანაირადაა ჰუმანური? პლუს, კორუფციაში ხარ ჩაფლული. პლუს, არჩევნები გააყალბე და უამრავ კრიმინალთან ხარ ვალში;
რეალობა ის არის, რომ ხელისუფლების სათავეშია არალეგიტიმური, მოძალადე რეჟიმი, რომელიც ხალხს ცემს, აწამებს, უკანონოდ აპატიმრებს, იტაცებს; რომელიც არაფორმალურ კრიმინალურ დაჯგუფებებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; რომელმაც არჩევნებამდე ზონდერებს ამნისტია გამოუცხადა და ახლა ამ ზონდერებით ხალხს ცემს. ამ ფონზე, ვის სჯერა, რომ ეს შეწყალება ჰუმანური აქტია და არა ისეთივე კრიმინიალური, როგორიც ამნისტია იყო;
ამ ფონზე გამოდის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც პროკურატურის ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა და შესანიშნავად იცის, რომ პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არავინ აგვარებს და უბრალოდ ტყუის. ამ მასშტაბური შეწყალებით გახარებული ადვოკატებისგან ზოგი „ოცნების“ მეხოტბეა, ზოგი „ოცნებასთან“ წლების განმავლობაში გარიგებული. პლუს, წარმოდგენა არ აქვთ საკითხზე;
უსასრულოდ შემიძლია ვწერო არგუმენტები, მაგრამ აქ გავჩერდები. თუ რასაც ვწერ, ტყუილია, გამოვიდეს „ოცნება“ და გამოიტანოს შეწყალებულების სია – რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ ეს არის სუს-ში დაწერილი ზონდერების შეწყალება, ზუსტად ისე, როგორიც იყო ზონდერების ამნისტია და ამის შედეგებს მალე საკუთარ თავზე გამოვცდით. ეს შეწყალება აუცილებლად გახდება შესწავლის საგანი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, საინტერესო დეტალები გველოდება წინ.“
თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved