• რეკლამა
  • კონტაქტი
16:03, კვირა, 22 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“”ოცნების” მხარდამჭერებო, ხომ გყავთ შვილები? ჰოდა, უთხარით ეს თქვენს უფროსებს…” – ალექს ჩიღვინაძე

ალია ავტორი - ალია
15:37 06-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,790

მწერალი, დრამატურგი, ალექს ჩიღვინაძე:

მათე დევიძის ფოტოს რომ ვუყურებ, სულ ჩემი შვილი მახსენდება. ერთნაირი თმა აქვთ და მათე რომ ჩამოდებს ხოლმე თავს სასამართლოზე, ზუსტად ისე შვება ესეც, როცა დაიღლება და მოიწყენს.
დღეს მათეს პროცესია. 21 წლის არის. დედამისი ემიგრაციაშია, საქართველოში კი
ბებია და და ჰყავს. რომ მხვდებიან, მგონია, საკუთარი ოჯახის წევრებს ვუყურებ. დღეს მათეს, შესაძლოა, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.
Შეიძლება ისევ ვნახოთ მათეს აცრემლებულ და და ბებია. თავად მათესაც ვნახავთ — დაღლილს და სევდიანს. მუყაოს გადახვეული ტრანსპარანტის მოქნევას ედავებიან. ამ ინციდენტს არავინ დაუშავებია მათეს და მისი ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ყოველ პროცესზე ერთ ცხოვრებას ათავებენ. დაშავდა საზოგადოებაც, რომელსაც ამ სასტიკ ჩაგვრას სამართლის აღდგენად ასაღებენ.
დღესვე ჭიათურელი ბიჭების პროცესიც იმართება. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე რომ მოგვილოცა ოცნებამ, იმით თუ დაინტერესდა, როგორ იკვებებიან შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჭიათურელი ბავშვები?
“ოცნების” რამდენიმე მხარდამჭერი ხართ ჩემს მეგობრებში. ხომ
გყავთ შვილები? დარწმუნებული ვარ, კითხულობთ ამ პოსტს. აბა, მართლა V სამმართველოს დეტექტივები ხომ არ ათვალიერებენ, იმას თუ რას ვწერთ. ჰოდა, უთხარით თქვენს უფროსებს, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ეს ყველაფერი დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მორალური კატასტროფა, რომელიც ყველას გვეხება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved