• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნების“ ლიდერების ხორხოცი, ხაბეიშვილზე კარგად გავერთობითო, ნაადრევია…“

ალია ავტორი - ალია
15:32 11-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
579

ანი დვალიშვილი

„ოცნების“ ლიდერების ხორხოცი, ხაბეიშვილზე კარგად გავერთობითო, ნაადრევია, რადგან კიდევ გავიმეორებთ, ხაბეიშვილი იქნება მარტო სახე და სახელი, გადაწყვეტილებებს კი „დიდი ზვიგენები“ მიიღებენ. თუმცა, ახლა „ოცნებას“ ყველაზე ნაკლებად სწორედ ის ადარდებს, ხაბეიშვილი გახდება ნაციონალების თავმჯდომარე თუ მელია, რადგან ბევრად დიდი პრობლემა საგარეო მიმართულებით არის. დასავლეთი ღია იერიშზეა გადმოსული და სტატუსის მიღების ლამის ერთადერთ პირობად, ივანიშვილისთვის ოლიგარქის სტატუსის მინიჭებასა და მისთვის სანქციების დაწესებას ასახელებენ. თუ აქამდე პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ სტატუსის არმიღება ტრაგედია არ იქნება, ახლა ეს პრემიერმაც თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ივანიშვილს შეეხოს. ან როგორ უნდა შეეხოს, როცა რეალურად, ისევ მასზე დგას და ასე იქნება მანამ, სანამ ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“ ექნება.

მმართველ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ სტატუსზე უარს რომ გვეტყვიან, მოსახლეობა ქუჩაში არ გამოვა და არ გააპროტესტებს, რადგან… ადამიანები ამასაც შეეგუვნენ და ზოგადად, პოლიტიკურ ნიჰილიზმს ოპოზიცია ვერაფერს უხერხებს და ვერც მოუხერხებს, სანამ მოიქცევიან ისე, როგორც იქცევიან. ახლა ოპოზიციური პარტიების ლიდერები კი ამბობენ, ივანიშვილს იმავე მეთოდით უნდა ვებრძლოთ, როგორც თავად დაგვამარცხაო, ანუ ყველა ერთის წინააღმდეგ, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ პარტიების უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის განაყოფია, ხოლი ის, ვინც არ არის, ელექტორატი არ ჰყავს. ივანიშვილმა თითოკაციანი პარტიები შემოიერთა და სასწორზე უზარმაზარი ფული დადო, რამაც საბოლოოდ იმუშავა. ფული კი ისე ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე კვლავ მხოლოდ ნაციონალებს და ცოტა „ლელოსაც“ ექნება, თუმცა არა იმდენი, „ოცნების“ თუნდაც ოფიციალური შემოწირულობები გადაწონოს. ოპოზიციას დასავლეთის ზეწოლის იმედი აქვს, თუმცა უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება დასავლეთს არაფერში ითვალისწინებს და არც მომავალში გაითვალისწინებს… მანამდე კი, „ვარდების რევოულციის“ მე-19 წლისთავზე, ამ რევოლუციის მომხდენი პარტია უმძიმეს დღეშია. მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად არაფერში ერევა, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალურად – არაოფიციალურად ის ძალიან, ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ ხმამაღლა არ თუ ვერ ამბობს. ისე, როცა სხვადასხვა პარტიების ლიდერებს პრეტენზიები აქვთ, სააკაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები გვახსენდება – არანაირი სხვა ძალები არ არსებობენ, ვართ მე და ივანიშვილი და სწორედ ჩვენს გარშემო ტრიალებს პოლიტიკაო. ასეა ბატონებო, „ოცნება“ ივანიშვილის გარეშე და ნაციონალები სააკაშვილის გარეშე, უბრალოდ არაფერს წარმოადგენენ.

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved