• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელი, ევროპელ მოსამართლეებს უმტკიცებდა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი უდანაშაულო იყო ჩემთან მიმართებაში” – რას უყვება ,,ალიას” ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
23:47 05-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
921

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.

– ბატონო ვახტანგ, სტრასბურგის სასამართლომ თქვენი სარჩელი დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დაადანაშაულა თქვენ მიმართ ევროკონვენციის მე–3 მუხლის დარღვევაში, რაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში გამოიხატა. ოპოზიციურმა მედიამ გააშუქა, რომ ამავე სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულთა მიმართ იმავე მე–3 მუხლის დარღვევა დააფიქსირა, თქვენ კი არავის უხსენებიხართ. რატომ მოხდა ასე?

–„ფორმულა“, „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემს გამართლებას არც გააშუქებდნენ, ამის იმედი არც მქონდა, რადგან ეს ტელევიზიები ისევ „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ამ პარტიასა და მის ყოფილ ლიდერზე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძვირს ვერ დააცდენინებ. შესაბამისად, ჩემი უკანონო პატიმრობა, წამება და სხვა უბედურება „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას მოხდა და არ გააშუქეს სტრაბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. იმას ხომ არ იტყოდნენ, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიტპატიმარი ვიყავი და ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამომატარეს? არადა, კარგად გააშუქეს 20 ივნისს დაზარალებულთა მიმართ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც სადაც მათ მიმართ სახელმწიფოს მიერ უკანონო ქმედებებს გაესვა ხაზი. საინტერესოა, რომ სასამართლომ ორივე გადაწყვეტილება ერთ დღეს მიიღო და ჩემი ქეისი უგულვებელყვეს ამ ტელევიზიებმა. სიმართლეს ვიტყვი,რამდენიმე ტელევიზიამ გააშუქა ეს ამბავი და მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ბეჭდურ მედიაში გაცილებით უკეთ გვაქვს საქმე, ვიდრე ტელევიზიებში. თითქმის ყველა ტელევიზია პოლიტიზირებულია და რომელი პოლიტიკური ძალაც აფინანსებს თუ მასზე სხვა სახის გავლენა აქვს, იმას ემსახურებიან.

–უფრო კონკრეტულად რას იტყვით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე?

–ცხადია, გამიხარდა, რომ ჩემი უდანაშულობა და სააკშვილის რეჟიმის დანაშულებრივი ქმედებები ჩემს მიმართ სტრასბურგის სასამართლოში მაინც დავამტკიცე. საქართველოს, პროკურატურამ რატომღაც გრიფი “საიდუმლო“ დაადო საქმეს. სხვათაშორის, სტრასბურგის გადაწყვეტილების მერე დამიბარეს პროკურატურაში და მითხრეს, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო, გაიხნა ჩემი საქმე და დაიწყო ხელახალი გამოძიება. ვნახოთ, რა მოხდებაა. დღემდე ყველა, ვინც ჩემს უკანონო პატიმრობაში – საქმის შეკერვაში, წამებაში და ათას უბედურებაში მონაწილეობდა, ყველა დაუსჯელია. სტრასბურმა გამამართლა მე–3 მუხლში, რაც არადამიანური მოპყრობისა და წამების მუხლია. სხვათაშორის, „ნაცმოძრაობის“ მმრთველობისას გაერო–ს წამების კომიტეტმა დააფიქსირა ჩემი წამების ფაქტი და მოუწოდა იმჟამინდელ ხელისუფლებას, შეეწყვიტა ჩემი წამება. ეს იყო უპრეცენდენტო ფაქტი, მანამდე ასეთი რამ გაერო–ს ამ კომიტეტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში არ დაფიქსირებულა. სტრასბურგის სასამართლო, სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაერო–ს ამ გადაწყვეტილებას დაეყრდნო და ეს აღნიშნულიც არის სტრასბურგის გადაწყვეტილებაშიც. მე ვიყავი გატაცებული კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ. ჯერ „მუხროვნის ამბოხის“ საქმეზე წამიყენეს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით, თითქოს მე ვიყავი მთავარი მოქმედი პირი, ორგანიზატორი ამ „გადატრიალებაში“. ცხადია, ეს ვერ დამიმტკიცეს, რადგან იქ არც გადატრიალების მცდელობა ყოფილა და რაც იყო, იმასთან შეხება არ მქონია. შემდეგ „შემიკერეს“ საქმე,თითქოს მე ვიყავი სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუში და ინფორმაციას ვაწვდიდი რუსებს. კურიოზულია, რომ მე, ნატო–ს ქვეყნის, სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის გავლით ვაწვდიდი რუსეთს ინფორმაციებს. ამ იდიოტებმა, ვინც საქმე „შემიკერა“, ისიც ვერ გათვალეს, რომ სლოვაკეთი ნატო–ს წევრია და აბსურდში ჩაიგდეს თავი. მეორე აბსურდი კი ის არის, რომ სლოვაკეთს სამხედრო დაზვერვა არ ჰყვს. მაშინ გლდანის ციხეში ყოფნა რასაც ნიშნავდა კარად იცით, იქ ყოფნა უკვე წამება იყო, მაგრამ მე განსაკუთრებული გულმოდგინებით მაწამებდნენ, რომ მეღიარებინა ჯაშუშობა. პირადად მიხეილ სააკაშვილის დაკვეთა იყო ჩემი დაპატიმრება და მძიმე მუხლით ციხეში გაშვება. თავად სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი კურირებდნენ ჩემს საქმეს, ეს სამი იდიოტი. იმდენი მცემეს, მაწამეს, თავი მქონდა რამდენიმე ადგილას გატეხილი, ცხვირი ორ ადგილას და სხეულის უამრავი ადგილი მქონდა ჩალურჯებული, ფეხი მტეხილი მქონდა და ზუსტად იმ ადგილას მირტყამდნენ, სადაც ძვალი იყო გადატეხილი და ხელახლა მომტეხეს. გლდანის ციხეში ამ წამებას ხელმძღვანელობდა ციხის უფროსი, ალექსანდრე მუხაძე, „კილერა“, რომლის ბრძანებითაც არა ერთი პატიმარი წამებაში მოკლეს და დააინვალიდეს. უშუალოდ ჩემი ჯალათი იყო ციხის რეჟიმის უფროსი, ვიქტორ ყაჭეიშვილი. ისეთ დღეში ჩამაგდეს, ნამდვილად არ მეგონა, იქიდან ცოცხალი თუ გამოვიდოდი. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს არ აწყობდა ჩემი მკლელობა, მიხვდა რომ კიდევ ერთი პოლიტიკური მკლელობა პრობლემებს შეუქმნიდა და გადაიფიქრა ჩემი სიკვდილი. თუმცა, ეს მოგვიანებით მოხდა, თავიდან და მერე კარგა ხნის მანძილზე ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ციხიდან ცოცხალი არ უნდა გამოვსულიყავი. ვფიქრობ, გაერო–ს წამების კომიტეტის ანგარიშმა გადააფიქრებინა საკაშვილი ჩემი მოკვლა. მადლობა მინდა გადავუხდი ადვოკატ ნათია კონკოტაძეს, რომელმაც გაასაჯაროვა ჩემი საქმე და არა მარტო აქ, უცხოელებსაც მიაწოდა ჩემს შესახებ სრული ინფორმაცია.

–წამება, არაადამიანური მოპყრობა, დახვრეტის იმიტაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, რეპუტაციის შებღალვა და რა ვიცი, რა აღარ გადაიტანეთ. სტრასბურგის სასამართლომ 15 000 ევრო დააკისრა სახელმწიფოს თქვენთვის მოყენებული ზიანის საკომპენსაციოდ. მე ვფიქრობ, ეს ძალზე მცირე თანხაა იმასთან შედარებით, რაც გადაიტანეთ.

–არა, ცოტა არ არის სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებით, თან ჩემთვის მთავარი სიმართლის დადგენაა. ყველაზე დიდი თანხა, რაც ამ ხელისუფლებას დააკისრა ამ სასამართლომ, იყო სანდრო გირგვლიანის საქმე, 50 000 ევრო. სანდრო ჩემი სტუდენტი იყო, მას ვასწავლიდი ბიზნეს–სამართალს, ასევე, პოლიტიკური რისკების სპეც–კურსს და ვამაყობ, რომ ჩემი სტუდენტი იყო. სხვათაშორის, სანდროს მხეცური მკლელობა იყო ბოლო წვეთი ჩემს მოთმინების ფიალაში და ამის შემდეგ ღიად დავუპირისპირდი სააკაშვილის რეჟიმს. მას შემდეგ არც გავჩერებულვარ და ბოლოს სადაც ამომაყოფინეს თავი, რაც დამმართეს, მოგახსენეთ. ყველაზე საინტერესოს ახლა გეტყვით. სტრასბურგის სასამართლოს იუსტიციის წარმომადგენელი უმტკიცებდა, რომ მე არანაირი წამების ქვეშ არ ვიყავი და რაც გადავიტანე, იმას ადგილი არ ჰქონია. ე.ი.“ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელი, ევროპელ მოსამართლეებს უმტკიცებდა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი უდანაშაულო იყო ჩემთან მიმართებაში, ხოლო მე და ჩემი ადვოკატები ვიტყუებოდით, ასე გამოდის. ამას აკეთებს იმ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, რომელიც დღე და ღამ მკვლელებს და სასტიკ დამნაშვეებს ეძახის „ნაცმოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის და რეჟიმის სხვა წარმომადგენლებს. ყველაფერს აკეთებდა ეს პიროვნება, რომ „გაეთეთრებინა“ სააკაშვილის რეჟიმი. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, ამათი ორმაგი სტანდარტები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადვოკატ თამარ ავალიანს, რომელმაც მოამზადა ჩემი საქმე და შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში. ასევე, ადვოკატებს ნესტან ლონდარიძეს და ეკა ქობესაშვილს. დიდი მადლობა „ალიას“, რომელთანაც წლებია ვთანამშრომლობ და ყოველგვარი პირფერობის გარეშე ვიტყვი, 30 წელზე მეტია „ალია“ მართლაც დგას თავისუფლების სიტყვის სადარაჯოზე და დღემდე არ უთქვამს შავზე თეთრიაო და პირიქით.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved