• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების გეგმაა ხალხის შეშინება, არჩევნების გაყალბება და ქვეყნის ჩაკეტვა – ეპიდემიოლოგებო, ღვთის გულისთვის, გვითხარით სიმართლე…” – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
16:07 08-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა:

ყველა მონაცემით, ოცნების შეთითხნილი კვლევების გარდა, ოცნება აგებს რეფერენდუმს. პირველ ტურში აგებს, მეორე ტურებია უმრავლეს ქალაქებში და მაჟორიტარულ ოლქებში. ესაა სიმართლე

კოვიდის მართვა/ვერმართვა, არჩევნების ჩატარება/გადადება მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასეა ყველა ქვეყანაში

ხელისუფლებას არ ადარდებს ათასობით გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქე. ასევე, ცხადია რომ აშკარა კონფლიქტია ეპიდემიოლოგებსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის. ოცნების გეგმაა, რაც უფრო შეშინდება ხალხი ნაკლებად მოვა არჩევნებზე, გააყალბოს და მერე ჩაკეტოს ქვეყანა. ოღონდ მანამდე ათასობით ადამიანი მოკვდება. ეს ცივსისხლიანი მკვლელების გეგმაა. დიახ, ღარიბაშვილი სწორედ ასეთია

ახლა კითხვა გვაქვს მუშკეტერებად წოდებულ ბატონებთან. გვითხარით დეტალური სიმართლე. წინასაარჩევნო პროცესი, არჩევნები 2 ოქტომბრამდე და მეორე ტურებით ოქტომბრის ბოლომდე რა გავლენას მოახდენს ეპიდ სურათზე? სად ვიქნებით არჩევნების დასრულებისას? რა არის ახლა სწრაფი გამოსავალი იმისთვის, რომ არ ჩამოიქცეს ჯანდაცვის სისტემა და შეუქცევად კატასტროფაში არ აღმოვჩნდეთ?

ბატონო ამირან, თენგიზ და პაატა თქვენი ადამიანური და პროფესიული ვალია, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე გვითხრათ და პასუხი გაგვცეთ ამ კითხვებზე. საუბარი იმაზე რომ პირბადე და აცრაა გამოსავალი აუცილებელია, მაგრამ ფაქტია არ კმარა. გვითხარით სიმართლე საზოგადოებას და შემდეგ პარტიებმა თავად გადაწყვიტონ რა გზას აირჩევენ და ხალხიც თავად გადაწყვეტს ვის დაუჭიროს მხარი. გადაწყვეტს როგორც კავკასიურ ცარცის წრეში – ვინც ხელს არ მოსტეხს შვილს, ის იქნება პასუხისმგებლიანი და პირიქით, ვინც ბავშვს მიისაკუთრებს ის სინამდვილეში იქნება მკვლელი. სამწუხაროდ, ეს სიტყვა როგორც არასდროს არაა მეტაფორა. დიახ, მკვლელია ვინც კლავს და ვისი სიხარბის გამოც ადამიანები იღუპებიან

ეპიდემიოლოგებო, ღვთის გულისთვის, გვითხარით სიმართლე ხალხს და არა მთავრობას დახურულ კაბინეტებში

პ.ს. იქნებ ჟურნალისტებმაც კითხოთ მათ, როცა საშუალება გექნებათ”

თეგები: გიგი უგულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved