• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” დეპუტატის 3 სართულიანი სახლი კინოთეატრით, საუნით, აუზით, ტერასებით – როგორ მდიდრდებიან ჩინოვნიკები?

ალია ავტორი - ალია
13:51 06-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
790

ეს ქართული ოცნების ფავორიტი დეპუტატის, თბილისის მერის, კახი კალაძის მეჯვარის, დეპუტატ ივლიანე (ილია) წულაიას 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლია თბილისში, დიღმის საცდელ მეურნეობაში – გრიგოლ ფერაძის ქუჩაძე. 

წულაიას ქონებრივი დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კერძო ძვირადღირებული სახლი, რომელიც 1,746 კვ.მ-ზე მდებარეობს, მისი მეუღლის, ქეთევან გოცაძის სახელზეა გაფორმებული. სახლში არის მარანი, საუნა, კინოთეატრი, აუზი და დიდი ტერასები. ეს რომ ასეა, დეპუტატ წულაიას მეუღლის მიერ გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტიდანაც დასტურდება.

“მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სწორ ტერიტორიას და შეადგენს 1,746 კვადრატულ მეტრს. საცხოვრებელი შენობა წარმოადგენს 3 სართულიან საცხოვრებელ სახლს სარდაფით. სარდაფის სართულზე მდებარეობს: კინოთეატრი, მარანი, საუნა, ფიტნესის ოთახი და სველი წერტილები. 

პირველ სართულზე მდებარეობს ავტოფარეხი, საერთო ოთახი, სამზარეულო, კაბინეტი და სველი წერტილები, აგრეთვე საბოილერო.

მეორე სართულზე განთავსებულია საძინებლები. მესამე სართულზე მდებარეობს საერთო ოთახი და კაბინეტი, აგრეთვე განთავსებულია დიდი ტერასები.

შენობა აქვს იტალიური აგურით მოპირკეთებული ვინტილირებადი ფასადი. 

კარფანჯარა არის მაღალი ხარისხის იზოალუმინის მასალისგან. შენობა გადახურულია ბრტყელი გადახურვით.

მოგახსენებთ იმასაც, რომ მშენებლობა უკვე განხორციელებული და დასრულებულია“ – ეს არის ქართული ოცნების ფავორიტი დეპუტატის, ივლიანე წულაიას მეუღლის, ქეთევან გოცაძის მიერ არქიტექტურის სამსახურისათვის გაგზავნილი წერილის ამონარიდი.

დეპუტატმა წულაიამ მიწის ნაკვეთი, სადაც ეს სახლი ააშენა 2012 წელს შეიძინა, რომელშიც 120,000 დოლარი ანუ დღევანდელი კურსით 360,000 ლარი გადაიხადა. 

სახლი კი, ქონებრივ დეკლარაციაში 500,000 ლარად აქვს შეფასებული. 

მასვე ეკუთვნის სამი ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომლებიც 2018 წელს იყიდა (51, 765, 52,275 და 106,505 დოლარად) ჯამში 219,545 დოლარად ანუ დღევანდელი კურსით 631,635 ლარად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved