• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ უკრაინელებისა და ქართველების სისხლზე – კასიანოვი

ალია ავტორი - ალია
18:28 02-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
684

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს აკრიტიკებს იმ განცხადების გამო, რომელშიც კობახიძე უკრაინაში დაწყებულ ომში რუსეთის უპირატესობებზე საუბრობდა. კასიანოვმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე.

“კობახიძის აშკარა პრორუსული განცხადებები, რომლებიც ეხება, რომ რუსეთს აქვს უკრაინაში ომში უპირატესობა და რომ რუსებმა დაიკავეს 10 დასახლებული პუნქტი – სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც საკუთარ თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ ერთ დროს საკუთარი ნებით დაუთმო საქართველოს პარლამენტის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგისს დეპუტატს.

თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლებო მონოუმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომელიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ პროსახელისუფლებო “ქართული ოცნების” ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.

ასევე ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგო რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს”, – თქვა მან.

9 თებერვალს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიმართ “მანკიერი სურვილი” იზრდება, რადგან უკრაინასთან ომში “ამ ეტეპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს”. მისივე სიტყვებით, ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო.

“საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ყირიმი და დონბასის ნაწილი. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80%, ასევე ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%”, – თქვა კობახიძემ.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: ანდრეი კასიანოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ახალი ამბები

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს

16:53 12-08-2025
ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved