• რეკლამა
  • კონტაქტი
22:56, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” დასანქცირებული წარმომადგენლები – TI სიას აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
22:51 04-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
538

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წერს, რომ “დასავლურმა სამყარომ “ქართული ოცნების” 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული”.

ორგანიზაციის ცნობით, დასანქცირებულთა შორის ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის 4 წევრი, ასევე “ქართული ოცნების” 32 მაღალჩინოსანი, 33 მოსამართლე, 12 პროკურორი და 10 პოლიციელი არიან.

დიდმა ბრიტანეთმა 2 აპრილს ფინანსური სანქციები დაუწესა სასამართლო კლანის ლიდერებს მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს, რომლებიც მანამდე აშშ-ის, ლიეტუვისა და უკრაინის მიერ იყვნენ უკვე სანქცირებულნი.

დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.

წარმოგიდგენთ ამ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.

წარმოგიდგენთ ამ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები. 

დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.

ანონიმური სანქციები

შეერთებულმა შტატებმა დააწესა დამატებით სავიზო შეზღუდვები 100-ზე პირზე, მათ შორის არიან: პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოების მაღალჩინოსნები, კორუმპირებული ბიზნეს ლიდერები, პროპაგანდისტები, ზოგიერთი კერძო მოქალაქე და ყველა ამ პირის ოჯახის წევრები. ამ პირების სახელები არ გასაჯაროებულა სავიზო კონფიდენციალურობის კანონმდებლობის გამო. 

ლატვიამ 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოს 13 მოქალაქეზე დამატებითი სანქციები (სამოგზაურო შეზღუდვები) გამოაცხადა; თუმცა, მათ ამ პირების ვინაობა ჯერ არ დაუკონკრეტებიათ. 

2025 წლის 3 მარტს ბალტიის ქვეყნებმა ჯამში 145 პირს დაუწესეს სამოგზაურო შეზღუდვა.  ლიეტუვა და ლატვიის მიერ დასაქნცირებული 90 პირის ვინაობა უცნობია, ხოლო ესტონეთის მიერ დასანქცირებული დარჩენილი 55 პირის ვინაობა აღბეჭდილია საინფორმაციო ბარათზე.

სანქციები დააწესა გერმანიამაც. 2024 წლის 31 დეკემბერს, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“. მათი ვინაობა ამ დროისთვის არ არის ცნობილი. 2025 წლის 24 მარტს, გერმანიამ დამატებითი დააწესა სამოგზარუო შეზღუდვები, თუმცა სანქცირებულთა რაოდენობა და ვინაობა უცნობია.

ევროპარლამენტის რეზოლუცია

2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც არ ცნობს ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები და დანიშნოს ახალი არჩევნები. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუყინოს აქტივები და პერსონალურად დაასაქნციროს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურების გარემოცვა და პროპაგანდისტები. 

მთლიანობაში, ევროპარლამენტის რეზოლუცია 31 ადამიანის დასანქცირებას ითხოვს:

  • ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა ალექსანდრე ივანიშვილი; დის შვილი შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.
  • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: ვახტანგ გომელაური.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი: გრიგოლ ლილუაშვილი.
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ნათია თურნავა.
  • ბიზნესმენები: ივანე ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე.
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: თორნიკე რიჟვაძე.
  • ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი: ილია წულაია.
  • კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი: კახი ბექაური.
  • „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი: ლაშა ნაცვლიშვილი.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე: ვასილ მაღლაფერიძე; გენერალური დირექტორი: თინათინ ბერძენიშვილი.
  • მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.
  • ტელეკომპანია „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი: ირაკლი რუხაძე.
  • ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი: თამაზ გაიაშვილი.
  • ბიზნესმენები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე“, – წერია განცხადებაში.

სტატიის სრულად ნახვისთვის გადადით მოცემულ ბმულზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved