პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს, ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან 20 ათასი აშშ დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა. ნიშანდობლივია, რომ დავით ფარცვანია ასევე შემჩნეული იყო “ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციებისა და ჩანაწერების მიწოდებაში, რასაც მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ადასტურებს” – განაცხადა ზაზა თავაძემ.
წყარო – ინტერპრესინიუსი
კომენტარები