• რეკლამა
  • კონტაქტი
05:14, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებას უნდა რომ სააკაშვილი ციხეში მოკლას? და რა გონია, ადვილად შერჩება?”

"სააკაშვილი აღარ დაჭირდათ ახლა და სააკაშვილმა ხელი შეუშალათ, პირველ წელში კოჰაბიტაციაში რომ იყვნენ, არ იცოდნენ, თუ მის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ? მშვენივრად იყვნენ კოჰაბიტაციაში."

ალია ავტორი - ალია
00:54 11-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
343

პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “ტვ პირველთან” მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საქმეზე საუბრისას, ამბობს:

როცა დადგა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის და ჯანმრთელობის საკითხი, ვთქვი, რომ ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური დევნა და მეორე – ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე არ ვიცი, ქართულ ოცნებას უნდა რომ სააკაშვილი ციხეში მოკლას? და რა გონია ქართულ ოცნებას, თუ სააკაშვილი, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ სიკვდილამდე მიიყვანა, ეს დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, ადვილად შერჩება? ესეთი რაღაცეები შეუძლებელია ხელისუფლებას შერჩეს და ეს იქნება ძალიან ცუდი საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი.

სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, ერთ-ერთ პირველ სასამართლო პროცესზე თქვა, მზად იყო წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე, მაგრამ ის ითხოვდა დამოუკიდებელ და სამართლიან მართლმსაჯულებას, ამიტომ როცა გველაპარაკებიან – კანონით უნდა მოიხადოს სასჯელი, დაგვიმტკიცონ რომ ეს კანონი კანონია, რომ ეს კანონი ვინმეს სურვილი კი არაა, იმიტომ რომ სააკაშვილი აღარ დაჭირდათ ახლა და სააკაშვილმა ხელი შეუშალათ, პირველ წელში კოჰაბიტაციაში რომ იყვნენ, არ იცოდნენ, თუ მის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ? მშვენივრად იყვნენ კოჰაბიტაციაში.

სამწუხაროდ, წამოეგო საზოგადოება იმ ანკესზე, აბა, მიშა გინდათ? მშვენივრად გაათამაშა ეს ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა.

დღეს როდესაც ვითარება შეიცვალა, სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იქნა სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმე პიჯაკებზე, ყვავილებზე და ა.შ. როცა ამას ხედავ, პრეტენზია გიჩნდება. როცა მეუბნები რომ სამართლიანმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს და სამართალმა პური ჭამოს, დამიმტკიცე, რომ ეს სამართალია და არა ვიღაცის პოლიტიკური აკვიატება. მაგრამ ამას ქართული ოცნება ვერ დაგვიმტკიცებს, ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური კონიუქტურა დგას სააკაშვილის საქმის უკან, პოლიტიკური კონიუქტურა დგას ნიკა გვარამიას საქმის უკან 100 პროცენტით.

 

“იძულებული ვარ, ვთქვა, გავაფრთხილო ყველა!” – ნინო ბურჯანაძე

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილინინო ბურჯანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved