• რეკლამა
  • კონტაქტი
19:32, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებას ამ მიზნის მისაღწევად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი უმაგრებს ზურგს”– საქართველოს უნივერსიტეტი

ალია ავტორი - ალია
18:57 04-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,061

საქართველოს უნივერსიტეტის განცხადება:

“ქვეყნის თავისუფალ მომავალზე მორიგი ცილისმწამებლური თავდასხმის მცდელობა ვიხილეთ გუშინ, ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას. ამას განვიხილავთ, როგორც შეტევას სრულიად განათლების სისტემაზე, რომლის პოზიტიურ ტრანსფორმაციასაც ზღვა ენერგია და უამრავი ადამიანის ძალისხმევა დასჭირდა.
სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ქართულ ოცნებას დასახული მიზნის მისაღწევად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი უმაგრებს ზურგს.

მისი თანამონაწილეობა ამ საქმეში და წარმატებული კონკურენტის განადგურების სურვილი, პირველ რიგში, სწორედ საკუთარ უნივერსიტეტს, მის პროფესურასა და სტუდენტებს აყენებს ჩრდილს.

ქართული ოცნების მცდელობა მიზნად ისახავს ჩვენი უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დისკრედიტაციას და კერძო საკუთრების ხელყოფას. საქართველოს უნივერსიტეტი მორალურად და სამართლებრივად იმდენად მყარად დგას, რომ მათი მიზანი მიუღწევადია.

იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს დაამახინჯოს მისი როლი და მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებაში, ვეუბნებით: თქვენ ვერ შეძლებთ ამას!
საქართველოს უნივერსიტეტის დაარსებაზე მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო. დამფუძნებლების მთავარი მამოძრავებელი მიზანი იყო კორუფციისგან თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და, რაც მთავარია, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების გავრცელება. ეს იმ დროს, უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო ქვეყანაში, სადაც დიპლომებს, თანხის სანაცვლოდ, „სადარბაზოებში“ გახსნილი უნივერსიტეტები გასცემდნენ.

საქართველოს უნივერსიტეტის, როგორც კორუფციისგან თავისუფალი უნივერსიტეტის დაარსება იმ დროისთვის იყო სუფთა ჰაერი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
წლებია, უნივერსიტეტი პირნათლად ასრულებს საკუთარ მისიას.
დღეს, საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო რეპუტაციული მარეიტინგებელი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია სამხრეთ კავკასიაში საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად, რომელსაც ათასობით სტუდენტი და კურსდამთავრებული ჰყავს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი საგანმანათლებლო მიზანი არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური აზრის ლობირება, რაც იმითაც დასტურდება, რომ წლების მანძილზე აქ ქართული ოცნების არაერთი წევრი სწავლობდა და ასწავლიდა.
ჩვენ ვაშენებთ მომავალს არა პოლიტიკური დაკვეთების მიხედვით, არამედ ღრმა შეგნებით, რომ ერთიანი, განათლებული და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

საქართველოს უნივერსიტეტი არის თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი. ეს ასე იყო და იქნება მომავალშიც!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved