“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ქართულმა ოცნებამ მოქალაქეთა კავშირს, ნაცმოძრაობას და ყველა ქართველთმოძულეს აჯობა ქართული- ეროვნული ინტერესების, ეკლესიის და სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლაში!
სულ ტკბილი სიტყვით და ფარისევლობით მოახერხეს ეროვნული ღირებულებების დაკნინება და უღმერთო-ლიბერასტების ყველა ოცნება აასრულეს
ოცნებამ ნაცებს აჯობა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში !
ხელისუფლება სავსეა მოღალატე ლიბერასტ-სოროსელებით,რომლებიც ყოველდღე ყიდიან ქართულ-ეროვნულ ინტერესებს!
ასე გაიყიდა რიონის ხეობა !
ასე გაიყიდა დავითგარეჯი !
ასე მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი !
ასე გადაწყვიტეს მარიხუანას პლანტაციების გაშენება და ნარკოტიკების რეალიზაცია !
ასე დაივიწყეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების პროცესი !
ასე დაიწყეს შტურმი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ !
ასე დააპატიმრეს უამრავი ეროვნული ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ციხეში ზის !
ქართულმა ოცნებამ შეძლო ის რაც ვერ შეძლო ბოკერიას “თავისუფლების ინსტიტუტმა”, ჩერგოლეიშვილის “ტაბულამ”, ბაია პატარაიას ფემინისტებმა, გირჩის ნარკობარიგებმა და სხვა ურჯულოებმა – ქართულმა ოცნებამ ბოლომდე გზა გაუხსნა ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლას !
ქართულმა ოცნებამ შეიტანა შფოთი ეკლესიაში, ქართულმა ოცნებამ გაანადგურა ქართული სოფლები რიონის ხეობაში და ქართველების გადასახლებას ცდილობს, ქართულმა ოცნებამ დაასვა ბეჭედი დავითგარეჯის გაყიდვას, ქართულმა ოცნებამ დათმო ყველაფერი, ყველა ეროვნული ინტერესი !
ყველაზე ცუდი და ამაზრზენი ისაა, რომ ქართული-ეროვნული ინტერესების დათმობა ხდება, მხოლოდ იმის გამო, რომ უცხოეთის ბანკებში შენახული მათი მილიონები და საზღვარგარეთ არსებული ქონება იყოს უსაფრთხოდ !
ასე უთმობენ ყველაფერს ჩრდილოეთს, აღმოსავლეთს, სამხრეთს, დასავლეთს, მეზობელს, შორებელს და ყველა იმ ქვეყანას სადაც მათი ფულია დაბანდებული თუ შენახული !
სანქციების და ანგარიშების დაყადაღების შიშით დათმობილია ქართული-ეროვნული ინტერესები, ხოლო ქართული სახელმწიფო გადაქცეულია მილიარდელ-მილიონერების ქონების მომსახურე პერსონალად !
ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და თუ სასწრაფოდ არ მოხდა მანქურთების განდევნა, მაშინ სულ მალე ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევა გარდაუვალია, გარდაუვალია ახალი ტერიტორიების დაკარგვა, ქართველების მასობრივი გადინება უცხოეთში და მათ ადგილას უცხოელების დასახლება – ეს არის დიდი ღალატი, უდიდესი ღალატის ანატომია”
კომენტარები