• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებამ” მამაჩემის სიცოცხლე შეიწირა და პასუხს გავცემ” – უმძიმესი ბრალდება გუნდს – რატომ დატოვა გოგაშვილმა პარტია?

ალია ავტორი - ალია
14:20 10-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რაც სააგენტოს თავად გოგაშვილმაც დაუდასტურა.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა პირადი საუბარი და გადავწყვიტე დავტოვო პარტია. მას ავუხსენი წამოსვლის მიზეზები, რასაც პარტიის თავმჯდომარე გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა. საზოგადოებისთვის განმარტებებს უახლოეს მომავალში გაკეთებ“

უკვე თვეებია, სოსო გოგაშვილი “ოცნების” შიდა სამზარეულოს და მასში ჩანერგილი ხალხის მხილებით იმუქრება. მეტიც, იგი ამბობს, რომ მის მიმართ განხორციელებული დეზინფორმაციის უკან “მისიანები” იდგნენ, გუნდის შიგნიდან, და უმძიმეს ბრალდებას უყენებს გუნდს, ამბობს, რომ მამის სიცოცხლე შეიწირეს ამ გუნდის წევრებმა. (რა თქმა უნდა, იქვე დასძენს, რომ საუბრობს, გუნდში ჩანერგილ ხალხზე). გთავაზობთ, რამდენიმე ნაწყვეტს, მისი ბოლოდროინდელი წერილებიდან:

“2012 ნოემბერში შსს “გენში” დავინიშნე გმს ინსპექტორად. დავიწყე სისტემის წმენდა სიბინძურისგან. რაც ძალიან ურთულესი აღმოჩნდა. დიდ წინაღობებს წავაწყდი ოცნების შიგნიდანაც. საცოდავი სანახავი იყო მსგავსი ადამიანების რეაქციები…ჯერ ჩემს დანიშვნაზე და მერე ჩემი სახელის გაგონებაზე ერთი ადგილი უთამაშებდათ და გოგირდის სუნს უშვებდნენ (ეს ტერმინი ერთ “სვეცკი”ზონდერს ეკუთვნის, მიხვდება რომ წაიკითხავს)”

“ცილისწამებებზე და დეზინფორმაციაზე ნერვიულობამ შეიწირა მამაჩემის სიცოცხლე (ეს აქამდე არ მითქვამს) მიუხედავად, იმისა, რომ ძალიან ძლიერი, ნებისყოფა და ნერვები მაქვს, მაინც რთულია არ განიცადო, როცა გებულობ, რომ ამას “შენიანი “ კვებავს გუნდის შიგნიდან. ჯერ მე არ გამიცია ამომწურავი პასუხი ყველა ბინძურ ცილისწამებაზე. პირობას ვდებ ჩემი ოჯახის, გარდაცვილი მამის და ჩემი ახლობლების წინაშე, რომ ყველას საკადრის პასუხს გავცემ, ამ ტალახის სროლისთვის!!!”

კოჰაბიტაცია-თანაცხოვრების, ერთად ცხოვრების წესი და სექსუალურ ურთიერთობაში ყოფნა, ქორწინების გარეშე

⭕️”კოჰაბიტაციის იდეის დაბადება” ეს ინიციატივა მთლად უცხოელებისგან წამოსული არაა და ნუ დავაბრალებთ მათ ყველაფერს. ჩემი ინფორმაციით, ამის ინიციატორები იყვნენ “ტროას ცხენში” ჩასკუპებული ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც თავისი მთავარი “დედა “ nazziპარტიის გადასარჩენად, ივანიშვილისგან ფარულად იმუშავეს და სთხოვეს დასავლელ ლობისტებს, ამაში დახმარება.

ეს სასიცოცხლოდ, აუცილებლად სჭირდებოდათ. მათაც მხარი დაუჭირეს, ნაყოფიერად იმუშავეს სხვადასხვა დასავლელ პოლიტიკოსებთან, ხოლო შემდეგ ბუნებრივია ოფიციალურმა დასავლეთმა მიცემული პირობის შესრულება აქეთ მოითხოვა. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა დასავლეთის მოთხოვნად შერაცხული კოჰაბიტაცია მიეღო. ადამიანები, ვინც ეს განახორციელა სინამდვილეში იყვნენ “ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი ნაცები, თითქოსდა ნაცების მტრები,რომელთა ნაწილმა, შემდეგ ეტაპობრივად დატოვა ოცნება და ისევ დაუბრუნდა სისხლიანი მშობლის უბეს (მცირე განონაკლისის გარდა).

ზუსტად მათი დამსახურებაა კასრებში აღმოჩენილი(არა მარტო), ფარულად გადაღებული კადრების განადგურება. ერთერთი უმთავრესი მტკიცებულება ნაცისტების წინააღმდეგ. ასევე სხვა უამრავი საქმის გაფუჭება საგამოძიებო უწყებებში, სისტემური დანაშაულის ფაქტობრივი სამხილები,რომელიც იქნებოდა საბოლოო საბრალდებო დასკვნის და ნაცმოძრაობის გაუქმების მყარი საფუძველი. მათი მთავარი მიზანი იყო ნაცებისთვის იმ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, რაც ჩაიდინეს თავისი მმართველობის განმავლობაში. რაც შეასრულეს პირნათლად და ასრულებენ დღემდე.

”რატომ შეუშვა ოცნებამ ტროას ცხენი”? მაშინ ივანიშვილს სხვა გზა არ ჰქონდა. არ ჰყავდა პარტიულ სტრუქტურაში გარკვეული, პოლიტიკაში და დიპლომატიაში გამოცდილი “სტაფი”და მისთვის ოპოზიციური კოალიცია მნიშვნელოვანი იყო nazziების დასამარცხებლად, ამიტომ არსებულ ბაზარზე გამოტანილი “საქონელი” რაც იყო, ის უნდა შეეძინა.

“როგორ მუშაობდა და მუშაობს nazzაგენტურა” ამ “პოლიტიკოსებმა” და “ლიდერებმა”თავიდანვე “ქართულ ოცნებაში” ხელში აიღეს ყველანაირი პოლიტიკური ბერკეტები, (არ ჩამოვთვლი ეხლა) გაივსო ოცნება “სოდის”და “კუდის” სხვადასხვა დონის აგენტურით. პოლიციასაც ჰყავდა ბევრი ჩანერგილი. ისინი იჯდნენ მნიშვნელოვან თათბირებზე, ასევე ავირუსებდნენ კომპიუტერებს, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას სუფთა ადამიანებზე, რომ თითქოს ისინი არიან “კუდის”, ან “სოდის” აგენტები და ამით ახდენდნენ წესიერი ხალხის დისკრედიტაციას. ზოგზე მიიღეს შედეგიც. ინფორმაციები გაედინებოდა ყველა მხრიდან, გადაწტყვეტილებებიც ხშირად მიიღებოდა გარე “პატრონების” დირექტივების მიხედვით.

მაგალითად, 2012ში რამდენიმე ოლქში თავიდან განიხილებოდა ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატები, მაგრამ უეცრად მოიხსნა ისინი და დააყენეს უსუსტესი კანდიდატები, რომლებმაც პირწმინდად წააგეს. ამ აგენტურის ნაწილი უკვე კარგად ნაწრთობი იყო 2007 წლიდან, “ფორუმში”, “კრებაში” და სხვა ორგანიზაციებში. სტანდარტული დავალება იყო, ჯერ ნაცების გინება და ანტინაცის იმიჯის შექმნა, შემდეგ გულანთებული პატრიოტების მოზიდვა, ამა თუ იმ ორგანიზაციაში. სპეცსამსახურის ენაზე, რომ ვთქვათ გამოვლენა, პროვოცირება და შემდეგ დაჭერა, შეშინება ან გამარგინალება.

მაშინდელი შსს და თავდაცვის სამინისტრო, ყველაზე აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში, მთელი თავისი მატერიალურ- ტექნიკური, თუ ადამიანური რესურსით. უფრო სწორად- სპეცოპერაციაში. ასევე ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციაც. იყო აქტიური დავალებები, რომ ჩანერგილ აგენტპროვოკატორებს მოეწყოთ ბინძური პროვოკაციები: ქეიფები, ღრეობები, მარიხუანა- ფართები, იარაღის შეტანა ოფისებში, კამერებით აღჭურვილ ოთახებში ორგანიზება ორგიების და აშ. ზოგიერთი წამოაგეს ამ პროვოკაციაზე და ჩანაწერებიც გააკეთეს. იმ დროისთვის ეს იყო ოპოზიციურ პარტიასთან nazziების ბრძოლის კლასიკური, ბინძური,სტანდარტული წესი. ცნობილია, რომ სპეცსამსახურებში, როგორც წესი ხდება ყველანაირი დოკუმენტაციის აღრიცხვა, საიდუმლო საქმის წარმოება, “ლიტერები”, “ოდს” და აშ. არანაირი კვალი არ იყო დარჩენილი დეპარტამენტებში 2012 წლის ბოლოსთვის. თითქოს 8 წელი უშიშროებამ არ იმუშავა პოლიტიკური მიმართულებით. გაქრა ეს ყველაფერი არჩევნების წაგების შემდეგ, უფრო სწორად გაანადგურეს. ზოგი წვრილფეხა აგენტი 2012 წლის განმავლობაში ეტაპობრივად “გარიცხეს” აგენტურული ქსელიდან და მათ დაიწყეს ოცნების ორბიტაზე ტრიალი, შემოკედლება. მათი უმეტესობა, ამჟამად თავგამოდებით აკრიტიკებს, აგინებს ოცნებას და მის გამორჩეულ ავტორიტეტებს კოჰაბიტაციის და ასევე ათასი გამოგონილი ცილისწამების, თუ შეთითხნილი სიბინძურის გამო. ზოგიც ისევ შიგნითაა ჩასაფრებული.

⭕️რა უნდა ექნა “ოცნებას”?

✅1. წინამორბედისგან აეღო კარგი მაგალითი და ერთგული თანამებრძოლები ბოლომდე დაეცვა(იხ. რურუას ქეისი.. და აშ)

✅2. შეემუშავებინა ძლიერი, ეროვნულ ღირებულებებზე და ეროვნულ ინტერესებზე დაშენებული იდეოლოგია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმა.

✅3. შეემუშავებინა და განეხორციელებინა პრაგმატული და გამბედავი საგარეო პოლიტიკა, დეოკუპაციის ეფექტური გეგმა, რომლის შედეგად შეიქმნებოდა საფუძველი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის.

✅4. უნდა დაესაჯა ყველა დამნაშავე გაესამართლებინა და აეკრძალა ტერორისტული ორგანიზაცია nazzi მოძრაობა.

შეგახსენებთ, სოსო  გოგაშვილის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა, სკანდალური ექსმაღალჩინოსნის ნათელ-მირონის, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე  იაკობის სკანდალური განცხადებები  ბოდბის ეკლესიის ამბიონიდან. თავის განცხადებებში მეუფე იაკობი ხელისუფლებას აკრიტიკებდა  და უსუსურ ქმედებებში ამხელდა.

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved