• რეკლამა
  • კონტაქტი
19:36, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებამ გენერალური ბრძოლა დანიშნა, ვნახოთ, გარისკავს თუ არა – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ” – სანაია

ალია ავტორი - ალია
17:56 04-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

ძალიან ბევრი ხალხი არჩევნებზე, ამომრჩევლის დიდი მობილიზაცია და არ არსებობს ძალა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას გადაარჩენს.
ხომ გახსოვთ, 2018-ში მეორე ტურის წინ ივანიშვილის სახე; გავრილოვის ღამის მერე გამოსული ივანიშვილიც გახსოვთ; შარშან, მარტში გაფარჩაკებული ოცნებაც ხომ გახსოვთ… ერთი სიტყვით, წაგებული ოცნების სახე ნანახი გვაქვს.
ყველაზე დიდი საზრუნავია, ყველამ დაარწმუნოს გარშემო ხალხი, რომ მივიდნენ არჩევნებზე. დიდი უპირატესობით გამარჯვების შემთხვევაში ჩათვალეთ, თითს ვერ გაატოკებენ, ისე დათმობენ ძალაუფლებას. ხანდახან არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, გაგიკვირდებათ და მილიარდერებისთვისაც. როცა არჩევნებზე დიდი რაოდენობით ხალხი ცხადდება, სახელისუფლებო სისტემა ტყდება და ძალაუფლება ხელიდან ეცლება. ყველაფერი აზრს კარგავს – უშიშროება, ქუჩა, ზონდერები, ფული, კოორდინატორები – ვეღარ აჩერებენ პროცესს, რადგან რეალურად თიხის ფეხებზე დგას მთელი სისტემა და ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ვეღარ უმკლავდება.
ასე რომ, ჩვენი ყველას ვალია, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დავარწმუნოთ გარშემო, მივიდნენ არჩევნებზე. ქორწილში, დაბადების დღეზე, ქუჩაში ნაცნობი, ყველგან, ყველგან, ყველგან ვაქციოთ არჩევნებზე წასვლა კაი პონტად და ამ რუსულ რეჟიმს მაგრად მოვუხაზავთ.
ერთი სიტყვით, ფორმულა მარტივია : არჩევნებზე მივალთ ბევრნი – ივანიშვილი წააგებს, მივალთ ცოტა – ივანიშვილი მოიგებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მართლა ჩვენს ხელშია.
თუ არჩევნების წაგების შემთხვევაში ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ გაუძალიანდეს ხალხს, მაინც განწირულია, უბრალოდ რეჟიმს ცოტა უფრო მეტად ეტკინება დაცემის დროს.
ეს რაც შეეხებოდა არჩევნებს…
მანამდე კი რუსული კანონია. აქაც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული – ვნახეთ, რომ დიდ ხანს ვერ უძლებს სისტემა ქუჩის პროტესტს. გავრილოვის ღამისა და მარტის აქციები ამის დასტურია. ოცნებამ არჩევნების წინ გენერალური ბრძოლა დანიშნა ამ კანონის შემობრუნების სახით. ვნახოთ, გარისკავს თუ არა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.
ჩემი ბავშვობის და უფროსი ასაკის თაობას ემახსოვრება, რომ Los ricos también lloran.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved