ხვალ, 20 ივლისს, 20:00 საათზე “ქართული ოცნება”, მთაწმინდის პარკში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაზე ჯერჯერობით მედია მიწვეული არ არის, პარტიას არც ოფიციალური ანონსი გაუვრცელებია.
თუმცა, ინტერნეტში გავრცლედა მოსაწვევის ფოტოები, რომელზედაც დატანილია, რომ ღონისძიებაზე დასასწრებისთვის აუცილებელია მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე მედიაც გათვალისწინებულია და ისინი შესაბამის განცხადებას ხვალ გაავრცელებენ.
წყარო: ,,მთავარი არხი”
კომენტარები