• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნება“ შეეშვება „ნაცმოძრაობის“ „ბუად“ გამოყენებას, ამ პარტიაში მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ პარტია შიგნიდან გამოლპა და არავითარ ხიფათს არ წარმოდგენს“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
15:56 11-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბოლო 5-6 წელია, ნებისმიერი გამოკითხვით, იმ ხალხის რაოდენობა, რომელსაც არც ეს ოპოზიცია უნდა ხელისუფლებაში და არც „ქართული ოცნება“, 50%-ზე ნაკლებს არ ჩამოსცილებია. „ენ-დი-აი“-ის ბოლო კვლევებით კი 61%-ს მიღწია ამ ხალხის რაოდენობამ.  ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ვერ უნდა მიხვდეს, რომ საერთოდ წავიდნენ პოლიტიკიდან და ახალ ძალებს დაუთმონ ასპარეზი? ვერ ხედავენ, რომ ქვეყნის განვითარებას აფერხებენ და „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებენ?

– ესენი პოლიტიკით იკვებებიან, პოლიტიკაა მათი საკვები. ჩემამდე ეგ არ დადის ზუსტად, რომ ხალხი ბრბო ჰგონიათ. ფიქრობენ, რასაც უნდათ, იმას მოატყუებენ. ეს 61%  იმის დასტურია, რომ ხალხი არ ტყუვდება. ეს ადამიანები საკუთარი ფინანსური ინტერესების გამო არიან პოლიტიკაში და ან ოპოზიციური ნიშიდან, ძალიან ბევრ ფულს შოულობენ. სად უნდა წავიდნენ, ხელმოცარული ხალხია და მათი უმეტესობისთვის, პოლიტიკა უკანასკნელი თავშესაფარია. დამოუკიდებლად არაფრის კეთება შეუძლიათ. ეს არის საზოგადოება, რომელიც პოლიტიკაში ყოფნით, ვაჭრობით არსებობს და ხელისუფლება ხალხს უწყობს ასეთი ოპოზიციის არსებობას. ამით ხელისუფლება ხალხს აჩვენებს, შეხედეთ, ჩვენი შეცვლის პრეტენზია ვის აქვს, ჩვენზე უარესები არიანო. რეალურად, ამ ქვეყანაში ვინც ფიქრობს, რომ ხალხისთვის რაიმე სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს, იმ პოლიტიკურ ძალებს „ქართული ოცნება“ და ეს ვითომ ოპოზიცია, ერთობლივი ძალით ცდილობენ, გაუყალბონ არჩევნები, დაუკეტონ ფინანსური და სხვა რესურსები. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ამ ხელისუფლებასთან მოვაჭრე ოპოზიცის ადგილი პატიოსანმა, ქვეყნის მოყვარულმა ხალხმა არ დაიკავოს და ხელისუფლებასთან ივაჭროს კი არა, რეალური ბრძოლა არ გამოუცხადოს მას. ცხადია, ეს არც ოპოზიციას აწყობს და არც ხელისუფლებას, ორივე დაზარალდებიან. არ ვიცით, რაც ხდება? ზოგი ვიღაცის სიძეა, ზოგი ვიღაცის ნათესავი თუ მეგობარი. ქართულ პოლიტიკაში რაც არ ყოფილა, ის შექმნა ბიძინა ივანიშვილმა – ხელისუფლების მიერ დანიშნული და მოვაჭრე ოპოზიცია. ამით დააკნინა ქართული პოლიტიკა და მეტიც, ბოლომდე მოკლა. ამიტომაც არის, პარლამენტში და საკრებულოებში აღარ არის პოლიტიკა, დღეს ქუჩაშია პოლიტიკა. ზუსტად ამის გამო, ეს  არსებული ვითარება ორივეს აწყობს. 61% კი არა, მალე 70%-მდე ავა იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც არც „ქართული ოცნება“ ენდომება და არც ეს ოპოზიცია… ყველაფერს აკეთებენ, დეპუტატები გახდნენ და 4 წელი ბიუჯეტის ხარჯზე კომფორტულად იცხოვრონ და თან დამატებითი მატერიალური სარგებელი მიიღონ. ესენი იბრძოლებენ, საარჩევნო ბარიერი დასწიონ მთლად 1 პროცენტამდე. ირწმუნებიან, თუ ბარიერი დაბალი იქნება, ბევრი პარტია იქნება პარლამენტში და ეს დემოკრატიას წაადგებაო. ჰა, შესულები არიან სხვა და სხვა პარტიები პარლამენტში და რა გაკეთეს ქვეყნისთვის სასიკეთო? დაეტყო რამე სასიკეთო ქართულ დემოკრატიას? არც არაფერი. ხელისუფლებაში თუ ისევ „ქართული ოცნება“ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, 10 პარტია იქნება პარლამენტში თუ 20? თუ ხელისუფლების შეცვლა გინდა, მაშინ არც  5%-ინი  ბარიერისა უნდა გეშინოდეს. თუმცა, მაგათ კარგად იციან, ამ 5%-იან ბარიერს, ყველანი რომ გაერთიანდნენ, მაინც ვერ გადალახავენ. ეს ბარიერი, რომ გადალახონ, უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ საწყისს, „ნაცმოძრაობას“ და მერე გამოჩნდება, რომ „ნაცმოძრაობისგან“ შორს არ წასულან და ამდენი ხანი ატყუებდნენ ხალხს. მატყუარების არჩევას კი ჯობია, საერთოდ არ აირჩიო. ვფიქრობ,  „ქართული ოცნებაც“ შეეშვება  „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ბუად გამოყენებას, ამ პარტიაში მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ პარტია შიგნიდან გამოლპა და არავითარ ხიფათს არ  წარმოდგენს. “ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა აქვს ნული. „ნაცმოძრაობის“ იდეური ამომრჩეველი, რომელიც  ყველა არჩევნებზე მეტ-ნაკლები სტაბილურობით უჭერს  მხარს, უნდა გამოფხიზლდეს.  ეს ხალხი უნდა მიხვდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ არ არის ის პარტია, რომელიც ამ ქვეყანაში რაიმეს შეცვლის ოპოზიციიდან და ხელისუფლებაში კი ვერასდროს დაბრუნდებიან.  საბოლოოდ კი, ყველა უნდა მიხვდეს, რომ თუ რეალურად რაიმეს შეცვლა უნდათ, უნდა დაიწყოს ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ახალი მოძრაობა.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved