• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” სავსე იყო ჩანერგილი აგენტებით – კუდი, სოდი, კრიმპოლი – ვანადგურებდით ბლოკნოტებს, ფურცელ-ფურცელ ვხევდით და ვყრიდით”

ალია ავტორი - ალია
19:36 07-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, წერს:

“აჭარელებო 2012 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ანბანის კოშკთან, ბიძინა ივანიშვილი გეპატიჟებათ ყველას, გთხოვთ მობრძანდეთ. “ – ვისაც გახსოვთ ეს ტექსტი, მაშინდელი შეგრძნება, აზარტი და ემოცია, მათ მინდა გავახსენო ერთი ისტორია.

5 აგვისტოს ბათუმის აქციას ვამზადებდით, როგორც ყოველთვის დაყოფილები ვიყავით ჯგუფებად. (ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო). მოგეხსენებათ “დემოკრატიის შუქურას” ვებრძოდით პოლიტიკურად.

დღეს ოპოზიციაში მყოფი “დემოკრატი” nazziების, ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდიკა გამორიცხავდა ყველანაირ პოლიტიკურ ბრძოლას. ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ბინძური მეთოდებით-ზეწოლა, დაშინება, ცემა-ტყეპა, პროვოკაციები, ფარული მიყურადება, ფარული ვიდეოგადაღებები, ცილისწამება და აშ.

პარტია სავსე იყო ჩანერგილი აგენტებით შსს-დან (კუდი, სოდი, კრიმპოლი), თავდაცვის სამინისტროდან (სამხედრო პოლიცია, )ფინანსთა სამინისტროდან (ფინანსური პოლიცია). აგენტურა იყო ყველა მიმართულებაში ჩანერგილი, მათ შორის ახალგაზრდულში. დავალება ჰქონდათ ყველა გამორჩეულისთვის ეძახათ აგენტი, რადგან დაბნეულობა შემოეტანათ შიგნით ახალ გუნდში. ასევე უნდა გაეტანათ ინფორმაციები.

ჩვენ ბევრი მაშინვე გავშიფრეთ, ბევრზეც შემდეგ გავიგე სუსში მუშაობისას.

მოკლედ, ერთი დღეც არის და შუახევის ჯგუფმა გაშიფრა აგენტი- “ი.დ.”, რომელსაც მანქანაში ჰქონდა დამონტაჟებული აპარატურა და იღებდა ყველაფერს. რა თქმა უნდა საუბარი გავიდა ტელეფონით ამის შესახებ, გაიგო შსს-მ და მოვარდნენ “სოდი”-ს ოპერები, თავისი აგენტის გადასარჩენად. “დააკავეს” ის აგენტი გაუგებარი მიზეზით და მერე საერთოდ გააქრეს, გაიყვანეს უცხოეთში.

ცენტრმა ყველა გამოგვიძახა ბათუმში, ნავსადგურთან, იყო გვიანი ღამე, რომ მოვგროვდით. გვეგონა, რომ ყველას დაგვიჭერდნენ. მე მაშინ თან მახლდა ჩემი შუათანა შვილი ნიკა, რომელიც სულ თან დამყვებოდა იმ კამპანიის დროს.

ქობულეთიდან ბათუმში, როგორ ჩავედით არ მახსოვს. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდით ნიკა სად დაგვემალა, რომ არ შეშინებოდა. გზაში ვანადგურებდით ბლოკნოტებს, სადაც გვეწერა ყველანაირი ინფორმაცია. ფურცელ-ფურცელ ვხევდით და ვყრიდით გზადაგზა. ტელეფონზე ვსაუბრობდით, რომ თითქოს მივდიოდით ოზურგეთში, (დეზას ვაგდებდით) – გზა რომ აგვებნია ჩვენი ჭკუით.

ეს ამბავი ეხლა გამახსენდა, 5 აგვისტო ახლოვდება და თან აქ ვარ ჩემს საყვარელ აჭარაში.

გენაცვალეთ “თორმეტიანელებო”, რაც ჩვენ გადაგვხდენია და გადაგვიტანია, ეეე. ისე, ამ სიტყვის ხსენება ამ ბოლო დროს უკვე მეუხერხულება რაღაცნაირად, მაგრამ რა ვქნა, არ დამავიწყდება ის ემოცია.

არ ვართ იმის ჩიტები, რომ რევოლუციის შვილები გვეძახონ

#Nonazzi#Noterrorism“

თეგები: სოსო გოგაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved