• რეკლამა
  • კონტაქტი
11:21, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” ქსელურ სუპერმარკეტებს ლობირებს”.- რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:18 01-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

ოცნების ხელისუფლება ქსელურ სუპერმარკეტებს ლობირებს. შეიძლება ეს ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს ფასების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟის ფონზე, სადაც მთავარ დამნაშავეებად სწორედაც რომ ისინი არიან გამოყვანილნი, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამე ირკვევა.

მთავრობამ ფასების ზრდის მიზეზად სასურსათო მაღაზიების სიმრავლე დაასახელა. თურმე გერმანიაში ორჯერ ნაკლები ყოფილა ყოველ ათას მოსახლეზე. ეს აბსურდია. ბავშვმაც კი იცის, რომ კონკურენცია ხელს უშლის ფასების ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ არაკომპეტენტურები არიან, ამ მარტივი ჭეშმარიტების შესახება მათაც ძალიან კარგად იციან.

მთავრობის გეგმა შემდეგია: სთავაზობენ სუპერმარკეტებს ფასების შემცირებას, სანაცვლოდ ჰპირდებიან პატარა და საშუალო ზომის მაღაზიების დახურვას და მომხმარებლების მათკენ გადაქაჩვას. ამით არა თუ მოხდება ფასების შემცირებით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება, არამედ უფრო მეტ შემოსავლებსაც მიიღებენ.

როგორ შეიძლება თავისუფლი ბაზრის პირობრბში სავაჭრო ობიექტების დახურვა? მხოლოდ მათი ფინანსურად გაკოტრებით. ავტორიტარულ რეჟიმებში ადმინისტრაციული ჩარევით, რეპრესიებით, “ოცნების”მთავრობასთან ძალოვნების მონაწილეობით შექმნილი კომისიის მსგავსი წარმონაქმნებით.

სავაჭრო ობიექტების შემცირება სასათბურე მდგომარეობაში ჩააყენებს ქსელურ სუპერმარკეტებს, რაც საბოლოო ჯამში ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს.

რა პერსპექტივა აქვს მთავრობის ამ წამოწყებას? ნულოვანი. საწყის ეტაპზე ბევრს გაანწარებენ და ამით მორჩება ყველაფერი. საერთაშორისო და საშინაო იზოლაციაში მყოფ ხელისუფლებას ამის რესურსი არა აქვს. საქართველო ბელარუსი არაა. ქვეყანა ღია, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე არსებობს. ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ სისტემაზე ( ანუ ბელარუსულ მოდელზე) მისი გადაყვანა შეულებელია.

ფასების პროპაგანდისტული ეს კამპანია მალე მივიწყებას მიეცემა. გაიზრდება თუ არა ფასები, ეს ხელისუფლების (ეროვნული ბანკის და მთავრობის) პოლიტიკაზეა დამოკიდებული და არა რომელიღაც სავაჭრო ობიექტში “ფასნამატის” სიდიდეზე. მოიმატებს-ხელისუფლებაა დამნაშავე, დაიკლებს-ხელისუფლების დამსახურება იქნება.

ამ ხელისუფლების ხელში ფასების სტაბილურობაზე ნურც ვიოცნებებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved