ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ “პირველებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
ჩვენ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით. სულ მცირე, ისინი ვინც ფლობენ დიპლომატიურ პასპორტებს, მათთვის სერიოზული ცვლილებები იქნება. მე არ ვარ მომხრე დაისაჯოს მთელი ერი, რეჟიმის გამო. არ ვიცი მოხდება თუ არა ეს მომავალში, შეიძლება, რადგან ეს “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ისინი აკეთებენ ყველაფერს უბიძგებენ ევროკავშირს, რომ შეცვალონ უვიზო რეჟიმი მთელი ერისთვის. რადგან სხვა გზა აღარ დარჩება, თუ ისინი დაარღვევენ უვიზო რეჟიმის ვალდებულებებს. აქ არავინ არის მომხრე შეიცვალოს უვიზო რეჟიმი ხალხისთვის, მაგრამ მათთვის, ვინც ამ სიტუაციაზეა პასუხიმგებელი, დიახ. პირველი, რასაც კომისია გააკეთებს, ეს იქნება. ევროპულ საბჭოს ამ კუთხით ერთიანობაა სჭირდება, თქვენ იცით შედეგი. სულ მცირე, იმის საჩვენებლად ვინ ვინ არის, მე მოვუწოდებ ევროკომისიას დადოს ევროპული საბჭოს მოლაპარაკების მაგიდაზე სრულფასოვანი სია სახელებისა, ვინც პასუხისმგებელია.
თარგმანი – ტვ პირველი














კომენტარები