სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:
მე სულ არ მაინტერესებს უცხოეთიდან დაფინანსებულების ანგარიშვალდებულება! მე მაინტერესებს ჩემი ბიუჯეტიდან დაფინანსებულების კეთილსინდისიერება! მე მაინტერესებს სად და როგორ იხარჯება ჩემი ფული და სულ ცალ ფეხზე მკიდია სად იხარჯება აშშ-ს ფული!– ეწ “რუსული კანონის” შემოტრიალება არის პასუხი კორუმპირებული სახელისუფლებო შტოების მხილებაზე!– ხელისუფლება ყელამდეა კორუფციაში ჩაფლული, პრაქტიკულად არ არსებობს კეთილსინდისიერი ჩინოვნიკი, არ არსებობს სახელისუფლებო მოხელე რომელიც დეკლარაციაში ასახავს თავის ქონებას. ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ ასაბუთებს დაგროვილი ქონების წარმომავლობას.– ხელისუფლებას ამხელს უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და აი სწორედ ამიტომ გახდა მთავრობის მხრიდან მთავარი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები.– “ოცნება” ყელამდეა ნეხვში, მათ ვერ და არ გამოუვათ ამ ტალახის მოწმენდა-ჩამორეცხვა და სწორედ ამიტომ ცდილობს ამ ნეხვში ჩაითრიოს NGO-ებიც!














კომენტარები