• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიაზე მეტ მხარდაჭერას იღებს IRI-სგან” – დეგნანი

ალია ავტორი - ალია
15:57 05-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს:

“პირველ რიგში მინდა შევეხო იმ აღმაშფოთებელ ტყუილებს, რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შესახებ საქართველოს მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედიების მიერ. უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც IRI მხარს უჭერს მრავალპარტიულ დემოკრატიას საქართველოში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ “ქართული ოცნება” ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიაზე მეტ მხარდაჭერას იღებს ამ ორგანიზაციისგან და ისიც უნდა ითქვას, რომ “ქართული ოცნების” ბევრ წარმომადგენელს IRI-ის პროგრამები აქვს გავლილი და დიდი სარგებელიც აქვს მიღებული იმ აქტივობებიდან, რომლებსაც IRI აქ ახორციელებდა.

ამიტომ, ჩნდება შეკითხვები, რატომ ცდილობს მმართველი პარტია ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების ეჭვქვეშ დაყენებასა და იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედებას, რომლებიც უბრალოდ სწავლობენ, როგორ იყვნენ კარგი მოქალაქეები. IRI-ის გამოკითხვების შედეგი შეიძლება არ იყოს სასიამოვნო მმართველი პარტიისთვის, მაგრამ ეს მთავრობას აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ როგორი განწყობებია საზოგადოებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საშუალება მიეცეს ასეთ ორგანიზაციებს, რომ გააგრძელონ მუშაობა საქართველოში. ის ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში, ცდილობენ, რომ წვლილი შეიტანონ ამ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ, აშშ მხარს უჭერს IRI-ს და NDI-ის და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას”.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ IRI აფინანსებს ისეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა ხდება. 

თეგები: კელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved