• რეკლამა
  • კონტაქტი
08:12, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” მზადაა, უარი თქვას აფხაზეთზე, ცხინვალზე, დასავლურ კურსზე; მზადაა, საქართველო დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
20:33 03-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
321

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“რასაც რუსეთი დაარქმევს ,,ნეიტრალიტეტს”, სინამდვილეში უკრაინისთვის ეს იქნება ნატო ნატოში გაწევრიანების გარეშე – უკრაინას ეყოლება უსაფრთხოების გარანტორი დიდი სახელმწიფოები. ოღონდ რეალური გარანტორები. ეს იქნება ფაქტობრივად მე-5 მუხლის გავრცელება უკრაინის ტერიტორიაზე მომავალში რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

ამ შეთანხმებას თუ მიაღწია უკრაინამ, დიდი წარმატება იქნება.

ასევე უკრაინის დაუბრკოლად სვლა ევროკავშირისკენ.

ომის დასრულების შემდეგ უკრაინა მიიღებს დასავლეთიდან კოლოსალურ დახმარებას.

სხვა საკითხები :

რთული თემაა რუსეთის მიერ ,,აღიარებული” დონეცკი და ლუგანსკი. ვფიქრობ, პუტინს ამ ორის რეგიონის მიერთება სურს ყირიმის ანალოგიით. ეს დიდი პრობლემაა უკრაინისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რა საზღვრებში მიითვისებს უკრაინის ამ ტერიტორიას.

თუ პუტინი ანექსიის გზით წავიდა და რუს ხალხს დონბასი და ეგრეთ წოდებული ,,ნეიტრალიტეტი” მიართვა გამარჯვების იმიტაციისთვის, რას იზამს ასეთ შემთხვევაში კიევი ? მოაწერს თუ არა ცეცხლის შეწყვეტას ხელს ? ასევე საერთოდ შედგება თუ არა შეთანხმება ? ამ ვითარებაში, ლოგიკურია, პუტინმა ანექსიის გაფორმება დაასწროს და ეს უკრაინა-რუსეთის შეთანხმებამდე გააკეთოს. 9 მაისი არ არის პატარა თარიღი. სავარაუდოდ, ამ თარიღზე აქვს პუტინს სწორება.

შევაჯამოთ. ესე იგი, ამ ვარიანტის შემთხვევაში :

უკრაინა მიიღებს:

  1. ნატოს ნატოს გარეშე ანუ უსაფრთხოების მყარ გარანტიებს.
  2. გახსნილ გზას ევროკავშირისკენ
  3. დასავლეთისგან დიდ ფინანსურ დახმარებას
  4. ქვეყნის განვითარებისა და აღორძინების უნიკალურ შანსს

რუსეთი მიიღებს :

  1. დონეცკსა და ლუგანსკს (ჯერჯერობით გაურკვეველ საზღვრებში )
  2. ყირიმის შემდეგ ტერიტორიულად უფრო გაფართოებულ რუსეთს, რაც უნდა მიჰყიდოს თავის ხალხს გამარჯვებად

3 . ეგრეთ წოდებულ ,,ნეიტრალიტეტს” უკრაინაში სახის შესანარჩუნებლად და გარანტიას, რომ იქ ნატოს ბაზები არ განთავსდება.

  1. პუტინი ინარჩუნებს ძალაუფლებას

საინტერესოა, შეთანხმების შემთხვევაში რა ბედი ეწევა სანქციებს ? დააბრუნებენ თუ არა რუსეთს საერთაშორისო პოლიტიკაში ?

ამ მოდელის შემთხვევაში ეყოფა თუ არა რუსეთს ძალები საქართველოსთვის ? დონეცკი და ლუგანსკი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ნეიტრალიტეტი საქართველოში.

თუ რუსეთი ანალოგიური მოთხოვნებით მოუბრუნდება საქართველოს, კარგად უნდა ავუხსნათ ხალხს – აფხაზეთსა და ცხინვალს ვერასდროს დავთმობთ. უკრაინული ,,ნეიტრალიტეტი” და საქართველოსთვისთვის მოსკოვიდან მოთხოვნილი ნეიტრალიტეტი სხვადახვა რამე იქნება – ჩვენ უსაფრთხოების ისეთი პოტენციური გარანტორები, როგორც უკრაინას გამოუჩნდება, ჰორიზონტზეც არა გვყავს. პარტნიორობის გასაძლიერებლად საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, უფრო პირიქით.

რას აკეთებს ამ ვითარებაში ქართული ოცნება – იმდენად ასუსტებს ქვეყანას შიგნითაც და გარეთაც, რომ საბოლოოდ კაპიტულაციას დაგვიდებს მაგიდაზე და გვეტყვის, ხელი უნდა მოვაწეროო. ამას ემსახურება მისი რიტორიკა და ქმედებები, ყველა სხვას კი – ომის პარტიას უწოდებს და ამორალურად აბრალებს ომის მომხრეობას.

ქართული ოცნება მზადაა, უარი თქვას აფხაზეთზე, ცხინვალზე, დასავლურ კურსზე; მზადაა, საქართველო დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე ოფიციალურად. რეალურად – საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმებაზე თანახმაა უაზრო კითხვის საფარქვეშ – ,,აბა, ომი გინდათ ? ”

ერთი სიტყვით, ესაა, რა კონტურებიც ახლა ჩანს უკრაინაში და უკრაინის ფონზე. ჯერჯერობით ომი გრძელდება და ის რუსეთისთვის კატასტროფული შედეგების მომტანია. ამიტომ ცდილობს პუტინი ამ ომიდან მისთვის ისეთი შედეგებით გამოსვლას, რაც მოჩვენებითი გამარჯვების სახით უნდა გაყიდოს ქვეყნის შიგნით. პუტინის გეგმები უკრაინაში ჩავარდა, ახლა კი ცდილობს რამე გამოივაჭროს.

რუსეთისთვის ომის გაგრძელება კატასტროფაა. თუ შეთანხმება ვერ მოხდა, უკრაინა ბოლომდე მიაწვა და დასავლეთმა პრინციპულობა შეინარჩუნა/გააძლიერა – პუტინი ვერაფერს გამოივაჭრებს და რუსეთს უფსკრული ელოდება.”

 

თეგები: ვახო სანაიარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved