სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:
“ოცნების” დაფუძნებიდან 10 წელი გავიდა, გილოცავთ. მართლა კარგი საქმე გაკეთდა ამ პოლიტიკური გუნდის შექმნით, ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის, ოღონდ პირველი 4-5 წელი, მომდევნო 6-5 წელი კოშმარია, კოშმარია რადგან 10%-იც კი არ არის 2012 წლის შემადგენლობიდან დარჩენილი, ყველა მიმოიფანტა, ახლებმა შეჭამეს ძველები… 10%-იც კი არ არის ძველი ღირებულება და ფასეულობა… 10 წლის წინ შექმნილი გუნდი ეტაპობრივად ემსგავსება იმ ვაიპოლიტიკურ და ტერორისტულ ორგანიზაციას რომლის საპირწონეთაც გაკეთდა “ოცნება”, მხოლოდ სახელი და დამფუძნებელია დარჩენილი, პლიუს ღარიბაშვილი, კალაძე და თითო ორილა წევრი…
– ოცნებას ვუსურვებ 2012 წლის ღირებულებებს დაუბრუნდეს, რა კარგად დაიწყეთ…”
კომენტარები