• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნება“ ე.წ. „პატრიოტი მილიტარისტების“ გულსაც მოიგებს” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
14:56 03-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
“ე.წ. სავალდებულო გაწვევის კანონი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა დომხალია ქართველების გონებაში. თანამიმდევრულები მხოლოდ „გირჩი“ და „ოცნება“ არიან. „ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, თუ რაში სჭირდება ეს კანონი. საკონტრაქტო პროფესიონალური ჯარის შენახვა ძვირია; ჯარისკაცების შენარჩუნება ვერ ხდება 800 ლარიანი ხელფასით და ისინი მუდმივად გარბიან. გარბიან ასევე საშუალო და დაბალი რანგის ოფიცრებიც, როგორც კი საზღვარგარეთ რაიმე სარფიან შეთავაზებას გამოჰკრავენ ხელს. ამასთან, „ოცნება“ ე.წ. „პატრიოტი მილიტარისტების“ გულსაც მოიგებს, რომლებსაც აკვიატებული აქვთ, რომ მთელმა ქვეყანამ იარაღი უნდა აისხას ისრაელივით ან შვეიცარიასავით. ცხადია, იმაზე არც დაფიქრებულან, რატომ აკეთებს ამას პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის სამხედრო დოქტრინაში ოკუპანტ ქვეყანასთან თეორიული დაპირისპირებაც კი არ შედის და რომელიც ხელისუფლებაში სამამულო ომის ლანძღვა-გინებითა და დაცინვით მოვიდა. მთავარია, რომ ისინი თავიანთ აკვიატებას „გაისწორებენ“ და „ქალაჩუნა დედიკოს ბიჭების“ ჯავრს ამოიყრიან.
„გირჩი“ აბსოლუტურად მართებულად აგრძელებს „ოცნების“ სამხედრო პოლიტიკის მასხარად აგდებას. დიახ, როდესაც კანონის შინაარსი აბსურდულია, ეს ლოგიკურად იწვევს პროტესტს და ეს პროტესტი შემდეგ ბუნებრივად გადადის გაშარჟებაში; ზუსტად ისევე, როგორც რეცეპტების უაღრესად საჭირო რეფორმის იდიოტურად განხორციელებამ სრულიად კომიკური გახადა ჯანდაცვის სამინისტროს ფაფხური. დიახ, საქართველო არც ისრაელია და არც შვეიცარია, უფრო კოლუმბია-ვენესუელაა; გაღატაკებული და სასოწარკვეთილი, რომლის გამწარებულ ახალგაზრდობასაც სულაც არ ხიბლავს ფარისევლური ფსევდო-პატრიოტული სენტიმენტების გამო ჯარში თუნდაც რამდენიმე თვით სამსახური, რადგან კარგად იციან, რომ არსებითს ვერაფერს ისწავლიან იმ რამდენიმე თვეში და იციან ისიც, რომ ქართული სამხედრო დოქტრინა არ ითვალისწინებს ტოტალური წინააღმდეგობის გაწევას მტრისათვის. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ ყურით მიათრევს სავალდებულო სამსახურში, კუდით არის გადაფსკვნილი ოკუპანტ ქვეყანაზე და ეს რომ ასეა, ამას უკვე საქართველოს მთავარი სამხედრო მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს ღია ტექსტით.
მაღალხელფასიანი, კარგად გაწვრთვნილი, აღჭურვილი და მოტივირებული საკონტრაქტო ჯარი თავისთავად გახდება მიმზიდველი იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც გულწრფელად აინტერესებთ სამხედრო საქმე, როგორც პროფესია. მაგრამ ამას დიდი ფული სჭირდება ბიუჯეტიდან და მერე როგორ უნდა დაფინანსდეს „ოფშკვითის“ მერის ხუთი მოადგილის პირადი მანქანები მძღოლებითურთ.
„გირჩის“ და „ოცნებისგან“ განსხვავებით დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ცოტა დაბნეულია და დუმილს ამჯობინებენ. როგორია აბა ამ პატრიოტულ წამოწყებას რომ შეეწინააღმდეგო? ყველას ხომ ჰგონია, რომ საქართველო ან ისრაელი უნდა იყოს, ან შვეიცარია. არადა, სიტუაცია აქაც ისევე მარტივია, როგორც პარლამენტში შესვლა-არშესვლა. თუ იცი, რომ საქმე გაქვს არადემოკრატიულ რეჟიმთან, როგორ შეიძლება მას კანონიერი პოლიტიკური მეთოდებით ებრძოლო? ეს ხომ აბსურდია, არამარტო პოლიტიკური, არამედ ჩვეულებრივი, ბანალური იდიოტიზმია. შესაბამისად, როგორ შეიძლება დაიჯერო ის ფაქტი, რომ კორუმპირებულ, ანტი-ეროვნულ მთავრობას, რომლის ღია პოლიტიკური კურსი ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმია, ქვეყნისათვის სასარგებლო სამხედრო რეფორმის ჩატარება სურს.
და ეს დომხალი ქართველების გონებაში არის იმის გამო, რომ მათ გამუდმებით უტენიან თავში პოლიტიკისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას და ასწავლიან რომ სპორტი, ხელოვნება, მედიცინა, აკადემიური სექტორი, ჯარი და ა.შ. აპოლიტიკური უნდა იყოს, ანუ განურჩეველი იმ წესებისა და კანონების მიმართ, რომლითაც მათი ქვეყანა ცხოვრობს. შედეგიც სახეზეა; ფსევდო-საზოგადოებამ ფსევდო-სახელმწიფო შექმნა, თავისი ფსევდო-ინსტიტუტებითა და ფანტომური, ბუნდოვანი ღირებულებებით.”
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved