• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნება“ „დაუწვა“ ლგბტ -ლობისტებს და ბრალდებების ქარ-ცეცხლში გახვია მართლმადიდებელი ეკლესია – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:45 07-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

 პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი:

“აი, ასეთი მძიმეა ხოლმე შედეგები, როცა არჩევნებს გააყალბებ, მერე პარლამენტს შეაკოწიწებ და ჯამში, საკანონმდებლო ორგანოს საბოლოოდ დაუკარგავ წონას და ავტორიტეტს. ეს “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, “ქართულმა ოცნებამ”! 

ახლა მთავარ სათქმელზე. მე და ჩვენი გუნდი გულწრფელად ვწუხვართ და განვიცდით ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას. ვუსამძიმრებთ ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ახლობლებს და მათი გულისტკივილის თანაზიარნი ვართ!


სამწუხაროა, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის ირგვლივ დღეს სრულიად უტაქტო, უზნეო და ძალზედ არაადამიანური დისკუსია მიმდინარეობს. სახეზეა მძიმე დაპირისპირება. ამავდროულად, შექმნილ ვითარებაზე უდაოდ პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, რომელმაც 5 ივლისს, ერთის მხრივ, ვერ უზრუნველყო ჟურნალისტთა (და არა მარტო ჟურნალისტთა) ფიზიკური უსაფრთხოება, მეორეს მხრივ კი, ბრალდებების ქარ-ცეცხლში გახვია მართლმადიდებელი ეკლესია. 

სწორედ „ქართული ოცნება“ „დაუწვა“ ლგბტ -ლობისტებს და მთელი ერთი თვის განმავლობაში ყოველგვარ მხარდაჭერას აღუთქვამდა ლგბტ- პრაიდს, რამაც საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალურად გააყალბა არჩევნები და სრულიად დაუმსახურებლად საპარლამენტო ტრიბუნა მისცა ლგბტ პარტიებს, რომლებიც არანაირიად არ იმსახურებენ ქართველი ხალხის ნდობას. პარლამენტში ამ წუთებში განვითარებული პროცესებიც იმისი შედეგია, რომ ამ პარლამენტს არც წონა აქვს და არც ავტორიტეტი.

ამასთან ერთად, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ვერ გაქეცევიან ამერიკული და ევროპული ორგანიზაციები, რომლებიც ჯიუტად ითხოვდნენ ლგბტ-პრაიდის ჩატარებას და არ ითვალისწინებდნენ საზოგადოების უდიდესი ნაწილის კატეგორიულ წინააღმდეგობას. რაოდენ მტკივნეულადაც არ უნდა ჟღერდეს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნებისა“ (იმედი და რუსთავი-2) და სააკაშვილ-ბოკერიას მხარდამჭერი ტელეარხები არაობიექტურად აშუქებდნენ მოვლენებს და ხშირად ცილს სწამებდნენ ეკლესიასა და სამღვდელობას, რამაც ბოლო თვეებში უმძიმესი კამპანიის სახე მიიღო. კვლავ და კვლავ უნდა განვაცხადოთ, რომ პოლიტიკური პროცესების თანმდევი არ უნდა იყოს ტყუილი, სიყალბე, უზნეო კულუარული გარიგებანი, შანტაჟი და ძალადობა! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია უმოკლეს ვადებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა!”

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved