• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” არასრულწლოვანების გამოსასწორებელი რეაბილიტაციის ცენტრების შექმნას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
16:29 11-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
334

 “ქართული ოცნება ”  კანონმდებლობას ამკაცრებს და არასრულწლოვანების გამოსასწორებელი  რეაბილიტაციის ცენტრების შექმნას აანონსებს.

კანონპროექტის მიხედვით, ცენტრში   მოზარდები 2 თვეს გაატარებენ.

საუბარია იმ არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ, სპეციალურ კანონს მიიღებს.

  • მოემდი კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს – 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხორციელდება, არ არსებობს ჩადენილ ქმედებაზე რეაგირებისა და ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი.

პროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო სერვისში/პროგრამაში ჩართვას. აგრეთვე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ გადამისამართებას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში”- აცხადებენ კანონპროეტის ავტორები. 

პროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნება, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმმართავი და მაკოორდინირებელი ორგანო იქნება.

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში გაერთიანდება: ცენტრი, პროკურატურა, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები’- ამბობენ კანონპროექტის ინიციატორები. 

პროექტის გათვალისწინებით, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება; მისი მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან გადამისამართება; აღნიშნულ სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგი; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის პირველ ეტაპს მისი ცენტრში გადამისამართება წარმოადგენს.

ცენტრში გადამისამართებას პროკურორი განახორციელებს. კერძოდ, პროკურორი არასრულწლოვანს, რომელთან მიმართებაშიც მიღებული გადაწყვეტილებით “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურდება და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებია, გადაწყვეტილების მიღებიდან 5-სამუშაო დღის ვადაში ცენტრში გადაამისამართებს.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართების შემდეგ, ცენტრი არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას იწყებს. აღნიშნული მიზნით ცენტრი უფლებამოსილი იქნება ინფორმაცია მიიღოს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისგან, ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოდან ან სხვა ისეთი პირიდან და დაწესებულებიდან, რომელსაც შეიძლება მასზე ინფორმაცია გააჩნდეს.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის ან მისი საკონტაქტო ინფორმაციის დაუდგენლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, არასრულწლოვანს წარმომადგენელი დაენიშნება, რომელიც განახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელითა და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

გარდა ამისა, ცენტრი მოამზადებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში ცენტრის მულტიდისციპლინურ ჯგუფს წარედგინება, რომელიც ანგარიშის საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს/პროგრამებს, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე შესასრულებლად სავალდებულო იქნება. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარი, ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს – არაუმეტეს 12 თვის ვადით.

პროექტის გათვალისწინებით, დაგეგმილია არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის სახლის შექმნა, რომელში გადამისამართების მიზანი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა იქნება. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვები იქნება 10-დან 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნის გადამისამართება, რომელმაც “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინა.

პროექტის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება მოხდება კანონით განსაზღვრული შემდეგი საფუძვლების არსებობისას: – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ვერ ხორციელდება სერვისის/პროგრამის შესრულება; კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვის არსებობის შემთხვევაში; პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მის მიერ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა სერვისში/პროგრამაში).

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6-თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ – ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით.

ამავე პროექტით, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ არასრულწლოვნის ამ სახლში ყოფნა აუცილებელი აღარ იქნება, უფლებამოსილი პირი შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მულტიდისციპლინური ჯგუფს მიმართავს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი უფლებამოსილი იქნება თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე, თუმცა გადამისამართების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი თანხმობის გარეშე, დაუშვებელი იქნება მის მიერ სახლის დატოვება.

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით
ახალი ამბები

დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით

15:00 11-19-2025
ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია – თიბისი
ახალი ამბები

ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია – თიბისი

12:46 11-19-2025
ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved