• რეკლამა
  • კონტაქტი
22:27, კვირა, 20 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” – 9,5 მილიონი, ლელო – 330 ათასი, ენმ – 241 000 – პოლიტიკური შემოწირულობები – საერთაშორისო გამჭვირვალობა

ალია ავტორი - ალია
13:42 02-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
305

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევით, “ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის ბოლო სამ თვეში 9,5 მილიონამდე ლარის შემოწირულობა მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენს [N6] აქვეყნებს.

2023 წლის მე-4 კვარტალში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 700,000 ლარამდე ღირებულების შემოწირულება მიიღო

„ქართულმა ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება 13-ჯერ მეტია ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული

„ქართულ ოცნებას“ 284-მა პირმა შეწირა თანხა, სხვა ყველა პარტიას ჯამურად — 130-მა.

დონორებთან დაკავშირებული კომპანიების შესყიდვებში და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა:

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო, ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული

„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 24-მა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 616 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2013 წლიდან კი ამავე კომპანიებს 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული
ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები სამ კომპანიას ჰქონდა მიღებული ჯამური ღირებულებით 15,000 ლარი

„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული 26 კომპანიას სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში 2017-2021 წლებში ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2022 წლებში რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ხუთ კომპანიას — 18 მილიონ ლარამდე.

პარტიების შემოწირულობები   2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასე გამოიყურება:

  • “ქართული ოცნება” – 9, 464,000 ლარი;
  • “ლელო” – 330, 305 ლარი;
  • “ენმ” – 241,091 ლარი;
  • თაობები საქართველოსთვის – 101,789 ლარი;
  • საქართველოსთვის – 7,665 ლარი;
  • ევროპელი სოციალისტები – 5,450 ლარი;
  • ხალხისთვის- 5,300 ლარი;
  • კონსერვატიული მოძრაობა – 2,875 ლარი;
  • ელენე ხოშტარია- “დროა” – 2,504 ლარი;
  • ლეიბორისტული პარტია – 2,371 ლარი;
  • ევროპული საქართველო – 438 ლარი;

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved