ფრანგულმა კომპანია IPSOS – მა “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რიგით მეორე კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – შედეგები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 24.5%
- ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 17.4%
- ევროპული საქართველო – 6.9%
- ლელო – 3.6%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 3.4%
- ლეიბორისტული პარტია – 1.9%
- გირჩი – 1.8%
- პატრიოტთა ალიანსი – 1.7%
- ერთიანი საქართველო – 1.0%
- მოქალაქეები – 1.0%
- სხვა პარტიები – 3.8%
- არ ვიცი – 19.0%
- უარი პასუხზე – 14.0%
იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით:
ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 37.2%
- ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 27.2%
- ევროპული საქართველო – 10.6%
- ლელო – 6.3%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 6.1%
- ლეიბორისტული პარტია – 2.1%
- პატრიოტთა ალიანსი – 2.1%
- გირჩი – 1.9%
- ერთიანი საქართველო – 1.8%
- მოქალაქეები – 1.7%
- სხვა პარტიები – 3%
კომენტარები