• რეკლამა
  • კონტაქტი
09:59, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოთხი ადამიანი უყენებს ბრალს და თანამდებობის პირები გვევლინებიან მის გულმხურვალე დამცველებად” – ნეკა დოროყაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:34 03-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,372

მოდელი, ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ყოფილ ქმარს, ჩოგბურთელ ნიკოლო ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს, ქალებზე ძალადობის შესახებ გავრცელებულ წერილებს ეხმაურება და წერს:

“ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, ერთი ქართული გამონათქვამი გამახსენა ” სხვა სხვის ომში ბრძენიაო”.
რადგან თუ კი ფიზიკური ძალადობის ან სექსუალური ძალადობის ფაქტი გახმაურდა, ფაქტიურად ყველა ასეთ საქმეში მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დიდი ნაწილი, პირდაპირ მოურიდებლად ბრალდებულის მხარს იჭერენ და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე ძალადობა გამოვლილი ადამიანის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე და რაც შეიძლება კიდევ უფრო მთავარია, ქვეყანაში არსებული ასეთი რთული და სენსიტიური მდგომარეობის პირობებში, როდესაც ფაქტიურად ყოველი მეორე თუ მესამე ქალი არის გარკვეული ფორმის ძალადობის მსხვერპლი, როდესაც უკვე პირდაპირ ქუჩებში საზოგადო ტრანსპორტში ყელს ჭრიან ქალებს, როდესაც უკვე სამსახურებში უვარდებიან ქალებს, როდესაც სახლში გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ, ფაქტიურად აღარ დარჩა ამ ქვეყანაში ადგილი სადაც ქალმა შეიძლება უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.
ასეთ დროს მთავრობის წარმომადგენლებს ცოტა მეტი თავშეკავება მართებთ კომენტარის გაკეთებისას. მათი მოქმედებები და შეფასებები ნამდვილად არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს. არალოგიკურია და შეიძლება ითქვას პირდაპირ სიცრუეა, როდესაც ერთი მხრივ საუბრობენ ევროპაზე, ამერიკაზე, ცივილურ სამყაროზე, ადამიანების უფლებებზე, განვითარებაზე და პროგრესზე და ამის პარალელურად ზუსტად იმავე დროს, ისინი გვევლინებიან ძალადობაში ბრალდებული ადამიანების უაპელაციო დამცველები. ევროპული და ცივილური სამყაროს სტანდარტით, როდესაც ადამიანი არის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, ყველა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის მაღალი თანამდებობის წარმონადგენლობა ცდილობს თავი შეიკავოს ბრალდებულის მხარდაჭერისგან ან გააკეთოს რაიმე სახის ხისტი კომენტარი. უფრო მეტიც ბრალდებულს ამ დროს უწყდება ყველანაირი მხარდაჭერა ასევე ყველანაირი მიმდინარე ხელშეკრულება უპაუზდება სასამართლოს დასრულებამდე.
ასეთი მიდგომა დასავლურ სამყაროში წარმოიშვა იქიდან, რომ გავლენიან თუ წარმატებულ ადამიანებს არ ესარგებლათ თავიანთი პოზიციებით და კიდევ უფრო არ დაეჩაგრათ ძალადობის მსხვერპლი ადამიანი, რადგან ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი იყო. და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ, რომ გადაეწყვიტათ ევროპასა და ამერიკაში, ამიტომ დაამკვიდრეს ასეთი სტანდარტი და დაიჭირეს მკაცრი პოზიცია ძალადობაში ბრალდებული ადამაინების მიმართ.საქართველოში ამას აკეთებენ უკუღმა, აქ იჭერენ მკაცრ პოზიციას მსხვერპლის და ბრალმდებლის მიმართ, რათა დაიცვან გავლენიანი ადამიანები, ამით უფრე მეტად ზრდიან რისკს უსამართლობის,კანონდარღვევის და ტრაგედიების.
ამის მაგალითია ბოლო რამოდენიმე დღის მინდინარე მოვლენები, როდესაც რამოდენიმე ქალმა ამხილა ადამიანი სექსუალურ ძალადობაში, მითუმეტეს ის ადამიანი, რომელმაც ორი ინსტანციის სასამართლო წააგო, სასამართლომ დაადგინა სექსუალური ძალადობა, საიდანაც დგინდება რომ იგი ნამდვილად არის მოძალადე, დღეს ამ ადამიანს ოთხი სხვა ადამიანი უყენებს ბრალს და გარკვეული თანამდებობის პირები უაპელაციოდ გვევლინებიან მის გულმხურვალე დამცველებად. Tatia Samkharadze ჩემი მხარდაჭერა ყველა ძალადობა გამოვლილ, ძალადობის მსხვერპლ ქალს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამქვეყანაში გავტეხოთ ეს საშინელი სტიგმა და მივაღწიოთ, რომ ქალი ჩვენს ქვეყანაში აღიქმებოდეს ღირსეულ და თანასწორ ადამიანად, ღირსეულ მოქალაქედ, თანაბარუფლებიან პიროვნებად!!!”

 

თეგები: ნეკა დოროყაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved