• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

ალია ავტორი - ალია
12:43 12-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს.

როგორც  მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, საქმეში რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, ყოფილი გენერალური პროკურორის წინააღმდეგ მსჯავრდებულ გელა უძილაურის საქმეა მთლიანად გადმოკოპირებული.

ადვოკატის თქმით, მას და ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს მოლოდინი არ აქვთ, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას „სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე“ იქნება.

სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე იმსჯელებს დღეს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო.

„გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით, 23:00 საათისთვის გადმოგვეცა საქმის მასალები. ჩემი ვარაუდი გამართლდა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე უძილაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეა და ოთარ ფარცხალაძის ბრალეულობასთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია. ამიტომ, ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ არანაირი სახის კავშირი წარდგენილ ბრალთან არ გაგვაჩნია, ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ. აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოვითხოვთ, რადგან არანაირი ფორმალური და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ჩვენ იმის ილუზიაში არ ვცხოვრობთ, რომ აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება, თუმცა, აქვე გიანონსებთ, რომ სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვის შემთხვევაში, დაცვის მხარე ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობის დასადასტურებლად.

მედია თვეების განმავლობაში აშუქებდა უძილაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს. უძილაურის, სანდრო წივწივაძის – 4 თუ 5 საქმის გაერთიანებაა აქ, ოთარის ბრალეულობის დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს. რაიმე სახის თუნდაც, ერთი, პირდაპირი ჩვენება ხომ უნდა არსებობდეს? ამგვარი სახის მტკიცებულება ფიზიკურად არ არსებობს. საქმის მასალებში ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულად ოთარის რამე ბრალეულობაზე ისაუბრებს, საქმეში არ არსებობს. მტკიცებულებები არა რაიმე სახის ჭორაობაა, ბრალის სტანდარტი განმარტავს, რომ ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც უნდა არსებობდეს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არსებობდეს. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ფიზიკურად, სამართლებრივად შეფასებაც წარმოუდგენელია. ამბავი მოთხრობილია მარტის პერიოდში განვითარებული მოვლენებზე და ხაზგასმით მინდა ვთქვა, უძილაურის სისხლის სამართლის საქმეა გადმოკოპირებული, ამაზე მეტი მტკიცებულება საქმეში არ არის“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. კერძოდ კი, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. ძებნა არის გამოცხადებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ.

რაც შეეხება ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved