• რეკლამა
  • კონტაქტი
06:44, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
14:03 08-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება ომის დასრულებასთან დაკავშირებით ყველა დეტალის განსახილველად. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი და არსებითი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ზარი თავდაპირველად ორმხრივი იყო, შემდეგ კი მათ ევროპელი ლიდერები შეურთდნენ. სატელეფონო საუბარი, ჯამში, საათ-ნახევარი გაგრძელდა, საიდანაც ერთი საათი დაეთმო ტრამპისა და ზელენსკის ორმხრივ საუბარს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ.

„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მაქსიმალური ძალისხმევით იმუშაოს მშვიდობის მისაღწევად. პრეზიდენტმა ტრამპმა ინფორმაცია მომაწოდა რუსეთის ლიდერთან შეხვედრისა და მათი მოლაპარაკებების ძირითადი საკითხების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერეს გავლენა ჰქონდეს სიტუაციის განვითარებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ ძირითადი საკითხების განხილვა შესაძლებელია ლიდერების დონეზე და ამისთვის სამმხრივი ფორმატი შესაფერისია. ორშაბათს მე შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. მადლობელი ვარ მიწვევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ჩართულნი იყვნენ ყველა ეტაპზე, რათა ამერიკასთან ერთად უზრუნველყონ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. ჩვენ ასევე განვიხილეთ ამერიკული მხარის დადებითი სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ყველა პარტნიორთან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved